ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს უმძლავრესი ტელესკოპი კოსმოსისკენ სტარტს 25 დეკემბერს აიღებს


ჯეიმს ვების ტელესკოპის აწყობის პროცესი ნასას გოდარდის კოსმოსურ ცენტრში. 2017 წელი, გრინბელთი, აშშ.
ჯეიმს ვების ტელესკოპის აწყობის პროცესი ნასას გოდარდის კოსმოსურ ცენტრში. 2017 წელი, გრინბელთი, აშშ.

25 დეკემბრის დილას, როცა მსოფლიოს ქრისტიანთა უმეტესი ნაწილი შობას აღნიშნავს, ამერიკა ჯეიმს ვების ტელესკოპის პრეზენტაციას პირდაპირ ეთერში გადასცემს. მთელი მსოფლიოს ასტრონომები ამ მოვლენას 10 წელზე მეტია სულმოუთქმელად ელიან. ახალი, უმძლავრესი ტელესკოპი, როგორც მოწინავე მეცნიერების და თანამედროვე ინჟინერიის შერწყმის ნიმუში, კოსმოსის შესწავლის საქმეში მნიშვნელოვანი ეტაპის მომასწავებელია.

ჯეიმს ვების ტელესკოპი ყველაზე მძლავრი ობსერვატორიაა, რომელიც დედამიწიდან კოსმოსში ოდესმე გაგზავნილა. ის ამერიკის, ევროპის და კანადის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. ნასას, შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის მეცნიერების აზრით, ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გაკეთებული აღმოჩენები, შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს კოსმოსის შესწავლის და სამყაროს საწყისების აღქმის საქმეში.

ტელესკოპის კოსმოსში გაშვების პირდაპირი ეთერი 25 დეკემბერს, დილის 7:20 წუთზე იგეგმება, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით და დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდება. დილის 6 საათიდან, ნასა მსურველებს ჯეიმს ვების კოსმოსში გაშვებას უფასოდ, პირდაპირი ეთერთით, რამდენიმე არხით ერთდროულად შესთავაზებს: „იუთუბზე“, „ტვიტერით“, „ფეისბუქით“ და ასევე „ივენთბრაითზე“ რეგისტრაციის გზით.

კოსმოსის ათვისებაში ახალი რენესანსი იწყება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:47 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG