ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილი საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ხელმძღვანელისა და მმართველი კოალიციის ლიდერის თანამდებობის მოსალოდნელ დატოვებას და საკუთარი სამომავლო საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ დეტალებს საქართველოს საზოგადოებას ღია წერილში აცნობს.

მისი განცხადებით, "პოლიტიკიდან წავა მაშინ, როცა დარწმუნდება, რომ არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, როდესაც ყველა სახელმწიფო ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს." მანამდე კი ის საზოგადოებას ახალი პრემიერ-მინისტრის საინტერესო კანდიდატურას შესთავაზებს, რომელიც მისი რწმენით წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ბიძინა ივანიშვილი, ამასთან დარწმუნებულია, რომ კოალიცია-ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს. თავად კი, საზოგადოებასთან ერთად "მოახერხებს საჯაროდ მისცეს [მთავრობის] გუნდს შენიშვნები, რომლებიც უფრო მტკივნეული და უფრო ეფექტური იქნება."
ივანიშვილის განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში იგი აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდება.
XS
SM
MD
LG