ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზივი: ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან


ინტერვიუ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან - ნაწილი 2:

თუ გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თქვენი აზრით, როგორ შეიცვლება ამით ქვეყნის პოლიტიკა?

მე ვფიქრობ, რომ მე და გიორგის და საერთოდ, ჩვენი გუნდის წევრებს, საერთო ხედვა გაგვაჩნია საქართველოს მომავალზე. მე ვფიქრობ, რომ გიორგის მოსვლით პრეზიდენტად - რაშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს 27 ოქტომბერს და გაიმარჯვებს პირველსავე ტურში - საქართველოს პოლიტიკა არ შეიცვლება. ის უფრო მყარი გახდება, უფრო სტაბილური და ეს ძალიან საინტერესო იქნება საქართველოს მომავლისთვის.

თქვენ თქვით, რომ პოლიტიკიდან წასვლას აპირებთ მომავალი წლის დასაწყისიდან. რა გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

ეს ძალიან აშფოთებს საქართველოს მოსახლეობას. მე ჟურნალისტებს ვპასუხობ, რომ მე არსად არ მივდივარ, მე დავრჩები საქართველოში და მე აუცილებლად ვიქნები აქტიური მონაწილე საქართველოს საზოგადოების განვითარების. რაც შეეხება ჩემს სიტყვებს, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, მე როგორც ვთქვი, პოლიტიკაში დიდ ხანს არ დავრჩები პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ. თქვენი გამოქვეყნებული ანგარიში კიდევ უფრო აშფოთებს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ რა ვქნათ, ეს ასეთი რეალობაა - ალბათ, ახალ წლამდე, ყველაზე გვიან. რაც მთავარია, მე არ მივდივარ ქვეყნიდან. მე გადავალ უფრო რთულ პოზიციაში და დავეხმარები საქართველოს საზოგადოების განვითარებას, რაც მე ვთვლი, რომ უფრო საჭიროა, რაც უფრო რთული გასაკეთებელია ზუსტად იქ ვაპირებ მე გადასვლას, მაგრამ მე არ მივდივარ ქვეყნიდან და ვიქნები იქ, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება ყველაზე მეტად.

სამოქალაქო სექტორში საქმინობა კონკრეტულად რას ნიშნავს თქვენთვის?

თქვენ საუბრის დასაწყისში პირველი პრეზიდენტი ახსენეთ, შემდეგ გვყავდა მეორე პრეზიდენტი, ახლა გვყავს მესამე. ბოლო 20-22 წლის განმავლობაში ჩვენ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. პრობლემა არ არის პრეზიდენტებში. პრობლემაა საზოგადოებაში, რომელმაც არ იცის როგორ აირჩიოს და შემდგომ როგორ აკონტროლოს მთავრობა. აი ამ საკითხში დასჭირდება დახმარება საზოგადოებას და ჩვენ უახლოეს მომავალში უნდა მოვახერხოთ ამ დახმარების აღმოჩენა.

კონკრეტულად რას გეგმავთ, ახალი ჯგუფის შექმნას თუ ...
ბოდიშის მოხდით, მე თავს ავარიდებ რაიმე გეგმაზე საუბარს. მე მინდა განმარგებები გავაკეთო ხალხთან სად წავალ, როგორ და რას გავაკეთებ და დღეს არ მინდა, რომ ამ თემაზე ძალიან განვვირთარდეთ. მე მინდა კონცენტრაცია ამ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნებზე გაკეთდეს და არა ჩემს წასვლაზე.

არჩევნების შემდეგ ისმის კრიტიკა, რომ - ასე ვთქვათ - მოგებულმა წაიღო ყველაფერი, რომ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი. როგორ პასუხობთ ამ კრიტიკას?

ჩვენ ძალიან ბევრი პასუხისგება გვიწევს წინა ხელისუფლების ქმედებებზე. პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათ. ამას მოითხოვს ქართული საზოგადოება. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ დავუშვებთ შერჩევით სამართალს, მაგრამ ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა. ამის ვალდებულება გვაქვს. ქვეყანაში უნდა აღვადგიონოთ სამართლიანობს განცდა. ამავდროულად, ევროპიდან და ამერიკიდან ისმის კითხვები და მათ სჭირდებათ მტკიცებულებები, რომ ეს არ არის შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა. ჩვენ როგორც შეგვიძლია, ვახერხებთ ამას. ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ გამოგზავნონ დამკვირვებლები, ჟურნალისტები - ამერიკის ხმასაც გთხოვთ ამას - რომ დააკვირდნენ პროცესებს იმისთვის, რომ ეს შეხედულება გაიფანტოს.

ამერიკასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვაშინგტონთან არაFუ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობა. საქართველოს მომავლის აშენებას მე აუცილებლად ვხედავ ამერიკის დახმარებით და ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენთვის. ჩვენი გუნდი ამას ვაცნობიერებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენს გულწრფელობასა და ჩვენს ხელწერაში ჩვენი მთავარი პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები. განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ჩვენ ზედმეტ ენერგიას არ ვხარჯავთ პირად კავშირებსა და „პი-არ“ კამპანიაზე, სამაგიეროდ, ჩვენ გულწრფელად, გახსნიალდ, გამჭვირვალედ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ჭეშმარიტ დემოკრატიას ვაშენებთ. სააკაშვილი ამას აკეთებდა - ჩადიოდა, მართლაც ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, ბევრ შეხვედრას ახერხებდა. მაგრამ სიტუაცია იყო აბსოლუტურად განსხვავებული და ძალიან ხშირ შემთხვევაში, მას ჩვენი პარტნიორები შეჰყავდა შეცდომაში. ეს მათაც ნახეს და გააცმობიერეს, მე მგონია. ჩვენ უფრო საქმით ვაჩვენენებთ ვიდრე საუბრებით, „პი-არ“ კამპანიით და შეხვედრებით.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო აქტი, რომელიც აკრიტიკებს თქვენს სახელმწიფოს და შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

მე ვფიქრობ, ძალინა ცოტა ადამიანი დარჩა ამერიკაშიც, ვინც ვერ გაიგო და ვერ დაინახა ახალი ხელისუფლების ხელწერა. ეს ნორმალურია - ზოგს დრო არ აქვს, ზოგის შეცდომაში შეყვანას ისევ ახერხებს ძველი ხელისუფლება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციის დონეზე და აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკოსების, ვინც დაიტერესებული არიან საქართველოთი დაინახეს და დარწმუნდნენ. დარჩა რამდენიმე - სხვადასხვა მიზეზით, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს ჩვენი რეალური ხელწერა და ჩვენ ამას ვეგუებით, ვაწვდით ინფორმაციას და მე ვფიქრობ,რ ომ დროში ყველაფერი დალაგდება.

როგორ პასუხობთ კრიტიკას ირანთან უვიზო რეჟიმის ქონასთან დაკავშირებით. ამერიკული გავლენიანი პრესა საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა ირანელები კომპანიებს ხსნიდნენ საქართველოში სანქციების თავიდან ასაცილებლად.

მე ვფიქრობ, რომ ირანთან დაკავშირებით პირნათლად ვასრულებთ გაეროს გადაწყვეტილებებს. ამასთან ერთად, ირანი არის ჩვენი ახლო მეზობელი და მასთან ვაწარმოებთ ისეთ აუცილებელ კომუნიკაციებს, რაც აუცილებელია ტურიზმის ან ბიზნესის მხრივ. მაგრამ ახალი ხელისუფლება ყველანაირად იცავს გაეროს ემბარგო იქბეა ეს თუ სხვა ტიპის მითითებები. ამ მხრივ ვერავინ მისცემს საყვედურს დღევანდელ ხელისუფლებას. ჩემი აზრით, სტატია, რომელიც თქვენ გაქვთ მხედველობაში, ტენდენციური იყო და მას ძალიან ცოტა აქვს საერთო რეალობასთან.

მაისში ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს. რის გაკეთებას აპირებთ იმისთვის, რომ მომავალში დაიცვათ უმცირესობები, მათ შორის, მუსლიმებიც? რა კეთდება ტოლერანტობის ხარისხის ასამაღლებლად?

მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველომ შეიძლება ძალიან ბევრი ისწავლოს ევროპისგან და ამერიკისგან - და ისწავლის კიდეც. მაგრამ ქართველ ხალხს ტოლერანტობის სწავლა არ სჭირდება. ეს ჩვენ სისხლში გვაქვს, გენებში გვაქვს - ასე ვთქვათ. ეს ხელოვნურად მოთრეული თემებია და ის, რაც თქვენ ნახეთ 17 მაისს - ზუსტად შედეგი იყო 9 წლის არასწორი მმართველობის, დემოკრატიული ცენტრალიზმის და ეს იყო ყველაზე დიდი ბოლო გაელვება რასაც ვნახავთ. თუმცა, იქ პოლციამ კარგად იმუშავა და ჩვენ მოვახერხეთ მათი ფიზიკური დაცვა. რაღაც ეტაპზე, სიტუაცია გავიდა კონტროლიდან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ უფრო მეტი იყო ეს ანგაჟირებული პიროვნებებისგან ვიდრე ეს იყო რეალური სიტუაცია საქართველოში. ის, რომ ანგაჟირებული იყო სიტუაცია ეს ჩვენ დავადასტურეთ. რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ჯგუფმა მოახერხა პარკში შეკრება და არაფერი არ მოჰყოლია. მათ დააფიქსირეს თავისი პოზიცია. 17 მაისი იყო დიდი ხნით ადრე გამოცხადებული და მათ დიდი დრო ჰქონდათ მოსამზადებლად. ჩვენ დავსაჯეთ დამნაშავეები, მთავრობამ გააკეთა მკაცრი რეაქცია, მეც გავაკეთე მკაცრი განცხადება.
XS
SM
MD
LG