ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილი სიმშვიდისკენ მოუწოდებს


ივანიშვილის განაცხადებით, მისი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ ვაშინგტონში შედგება

„ჩვენ ახლა ხელისუფლებას წარმოვადგენთ. თვის ბოლომდე დასრულდება პროცედურები, რის შემდეგაც ხელისუფლებას ოფიციალურად გადავიფორმებთ; როგორც დავპირდით საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ ახალ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, ყოველგვარი აქციები შეწყვიტოთ, გადავინაცვლოთ შენობებში, გადავინაცვლოთ სასამართლოებში, პარლამენტში და ყველა გაუგებრობა იქ გადავწყვიტოთ,” - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ასევე საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებს, რომელთაც კანონიერების დაცვა და კონსტიტუციით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება სთხოვა.

ივანიშვილის კოალიციამ პრეზიდენტ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა. ხუთშაბათს ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ მისი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ ვაშინგტონში შედგება.
XS
SM
MD
LG