ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაციები გრძელდება. იტალიის და მალტის საზღვაო პატრულის სამსახურებმა 700-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს.
იტალიის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამაშველო სამუშაოები გუშინ და დღეს წარმატებით მიმდინარეობდა. მათ კუნძულ ლამპედუზასთან სულ ცოტა ხუთი გემი შეაჩერეს, რომლებიც ერიტრეადან წამოსული მიგრანტებით იყო სავსე. სამაშველო ოპერაცია ბრიუსელში მიმდინარე სამიტის პარალელურად ჩატარდა, რომელზეც ერთ-ერთი მწვავე საკითხი არალეგალური იმიგრაცია გახლდათ.
თვის დასაწყისში ლამპედუზის მახლობლად მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვას 359 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. შემთხვევა ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი ინციდენტი ხმელთაშუა ზღვაში.