ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში გლოვის დღეა


მაშველებმა 155 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს იმ 500 მგზავრიდან, რომელიც ხუთშაბათს ჩაძირულ ნავში იმყოფებოდა

ზღვის ღელვა ართულებს ათობით აფრიკელი მიგრანტის ძებნას, რომლებიც იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ნავის ჩაძირვისას დაიკარგნენ.

უკვე 111 გვამი იქნა ნაპოვნი და უფრო მეტის პოვნას მოელიან 40 მეტრის სიღრმეში მყოფ ნავის ნამსხვრევებში.

მაშველებმა 155 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს იმ 500 მგზავრიდან, რომელიც ხუთშაბათს ჩაძირულ ნავში იმყოფებოდა.

იტალიაში ოფიციალურად გამოცხადდა გლოვის დღე.

პაპმა ფრანცისმა პარასკევი „ცრემლების დღე“-დ გამოაცხადა. დროშები ნახევრადაა დაშვებული და სკოლებში წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულებს.
XS
SM
MD
LG