ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში მრავალმხრივი შეხვედრა გაიმართება


"სირიის დემოკრატიული საბჭოს" დელეგაცია და "სირიის დემოკრატიული ძალები" დამასკოში ორი დღის წინ ჩავიდნენ და ოფიციალური პირების განცხადებით, სირიის დედაქალაქში ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

"საბჭოს" ქურთები უმაგრებენ ზურგს, "დემოკრატიულ ძალებს კი ამერიკის შეიარაღებული ძალები. "სირიის დემოკრატიული საბჭოს" თანათავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქურთების ლიდერები ჩრდილოეთ სირიაში შეთანხმების მისაღწევად მუშაობენ.

ეს პირველი ოფიციალური შემთხვევაა, როდესაც "სირიის დემოკრატიული საბჭოს" წარმომადგენლები სირიის დედაქალაქში ვიზიტის შესახებ აცხადებენ, რაც ნიშნავს, რომ ქურთი ლიდერები ცდილობენ გახსნან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან კომუნიკაციის არხები. დელეგაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეხვედრების დღის წესრიგი გაწერილი არ არის და შესაძლოა განიხილონ პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG