ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები ნაადრევად ჩატარდება


ისრაელის პრემიერ მინისტრმა მოქმედ მთავრობას ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სტაბილური უწოდა

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საპარლამენტო არჩევნების ნაადრევად დანიშვნა მოითხოვა.

სამშაბათს, პრემიერმა განაცხადა, რომ იგი იძულებულია ახალი მთავრობა ჩამოაყალიბოს, რადგან ამჟამინდელი კოალიცია 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ვერ ახერხებს.

საპარლამენტო არჩევნები ისრაელში მომავალი წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ახალი გადაწყვეტილებით, არჩევნები იანვარში ან თებერვალში ჩატარდება.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა მოქმედ მთავრობას ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სტაბილური უწოდა. მისი თქმით, მთავრობამ შეძლო ორი მნიშვნელოვანი საკითხი მოეგვარებინა - გააძლიერა უსაფრთხოება და ქვეყნის ეკონომიკა ააღორძინა.

თუმცა, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყნისთვის ამ ეტაპზე ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დგას და ხანგრძლივი საპარლამენტო კამპანია ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.
XS
SM
MD
LG