ისრაელმა რუსეთი და რამდენიმე სხვა ევროპული და აზიური სახელმწიფო ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, სადაც ისრაელის მოქალაქეებს სპეციალური ნებართვის გარეშე მოგზაურობის უფლება არ აქვთ.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური სია 16 აგვისტოს განაახლა. სპეციალური ნებართვის გარეშე ისრაელის მოქალაქეებს ახლა შეუძლიათ გაემგზავრონ ბელარუსის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, გაერთიანებული სამეფოს, ინდოეთის, კვიპროსის მიმართულებით. ამ სიიდან ასევე ამოღებულია არგენტინა და სამხრეთ აფრიკა.
მგზავრობა მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზეა დაშვებული საქართველოს, ბულგარეთის, ბრაზილიიის, მექსიკისა და ესპანეთის მიმართულებით. ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულებმა კი სულ მცირე ერთკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ მიუხედავად იმისა, არიან თუ არა სრულად ვაქცინირებულნი. ამ წესების დამრღვებს 5000 შეკელის ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ. ეს, დაახლოებით, 1500 ამერიკული დოლარია.
Facebook Forum