ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რჩება


ისრაელის გენერალური პროკურორი ავიჩაი მანდელბლიტი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინა კვირაში, სავარაუდო, კორუფციაში ბრალის წაყენების შემდეგაც შეუძლია მთავრობის მეთაურად დარჩეს. ოპოზიციის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თანამდებობიდან არ გადადგება.

ნეთანიაჰუს ბრალი დასდეს, რომ სავარაუდოდ, პირადი სამსახურის გაწევის სანაცვლოდ, მეგობარი მილიარდერებისგან ასობით ათასი დოლარი ნაღდი ფული და საჩუქრები მიიღო. მათ შორის, ერთ მდიდარ მეგობარს დაეხმარა, რომ გაზეთში მის მიმართ კეთილგანწყობილი მასალა გამოქვეყნებულიყო.

ნეთანიაჰუ სამართლებრივი პრობლემების წინაშე იმ დროს აღმოჩნდა, როდესაც ისრაელში შესაძლოა წელს რიგით მესამე არჩევნები გაიმართოს.

წინა ორი ხმის მიცემა უშედეგოდ დასრულდა და ვერც ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა ცენტრისტმა პოლიტიკურმა მეტოქე ბენი განთზმა, მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

განთზი ნეთანიაჰუსთან ხელისუფლების განაწილების შესაძლებლობას გამორიცხავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG