ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ღაზას დაბომბვით პასუხობს


სამიზნე ჰამასის მთავრობის შენობებია

პალესტინელთა სარაკეტო თავდასსხმების საპასუხოდ, ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში ჰამასის სამთავრობო შენობებზე იერიში მიიტანეს. პალესტინელთა მიერ თელავივის მიმართულებით გასროლილი რაკეტა საჰაერო თავდაცვითი სისტემების საშუალებით ჩამოაგდეს. მობილიზებულია 75 ათასი ჯარისკაცი სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში.

ისრაელის საჰაერო იერეშის შედეგად შენობა, რომელიც ჰამასის პრემიერ მინისტრს, ისმაილ ჰანეინს და მის კაბინეტს ეუკუთვნოდა მთლიანადაა განადგურებული. ჰენიანი ამ დროს შენობაში არ იმყოფებოდა. სამიზნეს სამთავრობო შენობების გარდა, რაკეტების გამშვები წერტილები და იარაღის საკონტრაბანდო გვირაბბი წარმოადგენდა.

ამ ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი ეგვიპტესა და თურქეთზე წნეხს ზრდის, რათა მათი ჩარევით და ჰამაზზე ზეწოლით მოხდეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა.

XS
SM
MD
LG