ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერები ერთმანეთს "ტელეგრამის" მეშვეობით ამხნევებენ


ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ინგლისურად მოსაუბრე მხარდამჭერები, რომლებიც "ტელეგრამის" მეშვეობით ამყარებენ კომუნიკაციას, უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ დაჯგუფება სირიასა და ერაყში დამარცხდა. ისინი კვლავ აქეზებენ დაჯგუფებას, დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები.

"დაშიფრული ექსტრემიზმი: ტელეგრაფის 'ისლამური სახელმწიფოს' ინგლისურად მოსაუბრე ეკოსისტემის შიგნით" - ახალი ანგარიში ამ სახელწოდებით ხუთშაბათს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსტრემიზმის პროგრამის ფარგლებში გამოქვეყნდა. კვლევის ფარგლებში 636 პროექსტრემისტულ არხსა და ჯგუფს აკვირდებოდნენ 16 თვის განმავლობაში - 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე.

კვლევის თანახმად, მაშინაც კი, როდესაც ტერორისტული დაჯგუფება სირიასა და ერაყში პოზიციებს კარგავა და მისი ლიდერები წევრებს მოუწოდებდნენ სხვა პროვინციებში გადასულიყვნენ, ინგლისურად მოსაუბრე მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამს" მიაშურეს ხალიფატის მიმართ ერთმანეთის გასამხნევებლად და რწმენის გასაძლიერებლად. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ საუბრებში დაჯგუფების მხარდამჭერები ცდილობდნენ მისი მარცხის ერთგვარ გამართლებას და ახსნას ისე, რომ ნარატივი შეეცვალათ.

ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერებმა "ტელეგრამის" აქტიურად გამოყენება, დაახლოებით, 2015 წლიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც სხვა სოციალურმა ქსელებმა, მაგალითად, "ფეისბუქმა" და "ტვიტერმა" დაჯგუფების პროპაგანდისტული მოწოდებების და იდეოლოგიის გამავრცელებელი გვერდებისა და მომხმარებლების დაბლოკვა დაიწყეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG