ერაყის ქალაქ ბეიჯიში შეტაკებები გრძელდება. სამთავრობო ძალები და სუნიტი შეიარაღებული დაჯგუფებები ქვეყნის უდიდეს ნავთობგადასამუშავებელ საწარმოზე კონტროლისთვის იბრძვიან. თვითმხილველთა ცნობით, საწარმოს ტერიტორიიდან დღეს კვამლი ამოდიოდა. შენობის თავზე მათ ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს შავი ფერის დროშაც დაინახეს. ერაყის ოფიციალური წყაროების ცნობით, ნავთობსაწარმოს, რომელიც მოსულს და ქვეყნის დედაქალაქ -ბაღდადს- შორის დაახლოებით შუაში მდებარეობს, ჯერ კიდევ ხელისუფლება აკონტროლებს.
შეერთებულ შტატებში გრძელდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაეხმარონ ერაყის მთავრობას შეიარაღებულ სამხედრო დაჯგუფებასთან ბრძოლაში. სუნიტი ისლამისტები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს აკონტროლებენ და შეტევით ბაღდადს ემუქრებიან. გენშტაბის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარტინ დემფსიმ სენატის ქვეკომიტეტში განაცხადა, რომ ერაყის მთავრობა ამერიკას საავიაციო იერიშებს სთხოვს. გენერლის თქმით, შიიტების წინამძღოლობით ერაყის მთავრობამ ხალხის ნდობა ვერ გაამართლა და ვერ შეძლო სუნიტებთან და ქურთებთან ერთად ერთიანი ხელისუფლების შექმნა.