ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიზისი ერაყში


ინტერვიუ ამერიკის ყოფილ ელჩთან ერაყსა და ავღანეთში ზალმაი ხალილზადთან

არსებული მდგომარეობა

ზალმაი ხალილზადი: ერაყში შექმნილი მდგომარეობის გამომწვევ მთავარ მიზეზებად აღვიქვამ იმას, რომ მოსახლეობა ვერ ჩამოყალიბდა თუ რას ნიშნავს იყო ერაყელი, ამ საკითხზე არ არსებობს ეროვნული კონსენსუსი. ამის აუცილებლობა განსაკუთრებით შეინიშნება 2003-წლის შემდგომ პერიოდში. ერაყელებს ჯერ არ ჩამოუყალიბებიათ თუ როგორ მოახდინონ საკუთარი სახელმწიფოს ორგანიზება.

წარსულში, ერთი ადამიანი და პარტია წყვეტდა იდენტობის საკითხს, იქნებოდა ეს არაბული რესპუბლიკა, რევოლუციური რესპუბლიკა, მონარქია თუ სხვა.
2003 წლის შემდეგ პროგრესი ნამდვილად არსებობს, როცა ბოლო წლებში კონსტიტუციაშიც შევიდა შესწორება, თუმცა სამწუხაროდ, ეს ცვლილებები არ გატარებულა ისე, როგორც ეს უნდა მომხდარიყო. ამერიკული სამხედრო კონტიგენტის გასვლის შემდეგ, რელიგიურ ნიადაგზე უთანხმოებები დაიწყო, მოხდა საზოგადოების გარკვეული ფენების რადიკალიზაციაც. ერაყის მთავრობას გაუჭირდა სუნიტებთან და ქურთულ მოსახლეობასთან თანხმობის მიღწევა, ამასობაში სირიაში მიმდინარე მოვლენებმაც თავისი უარყოფითი გავლენა მოახდინა ერაყის განვითარებაზე. ერაყის მოსახლეობის ერთი ნაწილი სირიის მთავრობის მხარდამჭერად იქცა, მეორე ნაწილი-სუნიტი არაბები-კი სირიული ოპოზიციის მიმართ განეწყო სიმპათიით. საბოლოო ჯამში, ორი ქვეყნის თანამედროვეობა და პრობლემები მჭიდროდ დაკავშირებული აღმოჩნდა უერთიერთთან. ეს არის შექმნილი კრიზისის მთავარი განმაპირობებელი არგუმენტები, თუმცა არის საკითხები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ექსტრემიზმის მატებას და აი-სი-სის გაძლიერებას დასავლეთ ერაყში. აქ ვგულისხმობ ამ სამხედრო დაჯგუფების ოპერაციებში განხორციელებულ ტაქტიკურ ცვლილებებს, მაგრამ მთავარი იყო ის, რაც აღვნიშნე.

ამერიკის შეერთებული შტატების როლი

რაც შეეხება ამერიკის დახმარებას არსებულ სიტუაციაში, მე ვფიქრობ ეს შეიძლება ოთხ პუნქტს მოიცავდეს:

პირველი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყს სამედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს სიტუაციის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, და ბაღდადის დაცემის თავიდან აცილების მიზნით. მეორე საკითხში, სადაც ამერიკის როლი იქნება აუცილებელი არის ერაყის მთავრობაზე ზეწოლა, რომ მმართველი პოლიტიკური ლიდერები და ყველა სხვა ლიდერი აიძულოს ძალაუფლების გაზიარების, და ნაციონალური ერთობის სტრატეგიის შესამუშავებლად, იმისათვის, რათა ერაყის სხვადასხვა თემებმა პოლიტიკური პროცესების ნაწილად იგრძნონ თავი. მესამე ასპექტი შესაძლო შემწეობის მიზნით არის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, განსაკუთრებით კი ქურთულ თემობასთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და ბოლოს, სირიის კონფლიქტის ზეგავლენის დაძლევა და მუშაობა სირიაში მიმდინარე მოვლენების დასარეგულირებლად, ის რაც ერაყს რეგიონული კონფლიქით მიყენებულ ზარალს ააცილებს.

მწარე გაკვეთილი

რაც შეეხება ერაყში ძალიან რთული ვითარებიდან მიღებულ გაკვეთილს, ვიტყოდი, რომ აქ მთავარია გვახსოვდეს, რომ ამერიკული სამხედრო კონტიგენტის ნაადრევი გაყვანა არ გვარგებს, არც ერთ სხვა კონტექსტშიც. უნდა შევინარჩუნოთ მცირე ზომის ჯარი, რომელიც გარკვეულ როლს ითამაშებს და შეასრულებს დამხმარე ფუნქციას, რათა ერაყის მთავრობას უფრო მეტი რწმენა ჰქონდეს სიტუაციის კონტროლის შესანარჩუნებლად. სხვა შემთხვევაში, უარესი ალტერნატივა არ დააყოვნებს, რაც ბევრად უფრო ძვირი და საშიში რეზულტატით შეიძლება დასრულდეს.
XS
SM
MD
LG