ერაყის სუნიტებით დასახლებულლ პროვინციებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. დემონსტრაცია შიიტური მთავრობის წინააღმდეგ გაიმართა. დემონსტრანტებმა ბაღდადის დასავლეთ ნაწილში გზა გადაკეტეს. მათ თან ქონდათ პლაკატები და პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიკის წინააღმდეგ სკანდირებდნენ.
საპროტესტო დემონსტრაციები ასევე გაიმართა სუნიტურ ქალაქებში თიქრითში, მოსულსა და სამარაში. მოსახლეობის ნაწილი მთავრობას სუნიტების უფლებების შელახვაში და მარგინალიზაციის მცდელობებში სდებს ბრალს.
პრემიერ-მინისტრმა ალ-მალიქიმ მოსახლეობის პროტესტს მიუღებელი უწოდა. მისი თქმით, პროტესტი უნდა ეფუძნებოდეს გამოხატვის თავისუფლების სამოქალაქო ფორმებს და არ უნდა იყენებდეს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა გზების და მაგისტრალების გადაკეტვა.