ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრეზიდენტის მკურნალობა გრძელდება


79 წლის ჯალალ თალაბანი ბაღდადის ჰოსპიტალში მკურნალობს

ერაყის პრეზიდენტის ჯალალ თალაბანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა მოულოდნელი ინსულტის შემდეგ.

ერაყის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ისამ ნამიქის განცხადებით, პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე გერმანელი და ირანელი ექიმები ზრუნავენ. ერაყში ბრიტანელ მედიკოსებსაც ელიან.

ეროვნებით ქურთი, 79 წლის ჯალალ თალაბანი ბაღდადის ჰოსპიტალში მკურნალობს. ერაყში პრეზიდენტს ცერემონიალური დანიშნულება აქვს. აქ მთელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელშია.
XS
SM
MD
LG