ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია


79 წლის თალაბანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

ერაყის პრეზიდენტის ჯალალ თალაბანის ჯანმრთელობის მდგომარეობა „კრიტიკული თუმცა სტაბილურია.“ თალაბანი ინსულტის შედეგად საავადმყოფოშია მოთავსებულია. როგორც პრეზიდენტის ოფისი იუწყება, 79 წლის თალაბანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ერაყის პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები უკვე რამდენიმე წელია აწუხებს. მას 2008 წელს შეერთებულ შტატებში გულის ოპერაცია გაუკეთეს. 2007-ში კი ის თალაბანი შეერთებულ შტატებს წონის დაკლების მიზნით ეწვია. იმავე წელს თალაბანი იორდანიაში გაემგზავრა, სადაც დეჰიდრაციას მკურნალობდა.
XS
SM
MD
LG