ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი არ-რუთბაზე კონტროლის აღსადგენად ოპერაციას იწყებს


ერაყის უსაფრთხოების ძალებმა გამოაცხადა, რომ ქალაქ არ-რუთბაზე კონტროლის აღდგენის ოპერაციას იწყებს. ქალაქი დასავლეთის ანბარის პროვინციაშია და ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას იორდანიის და სირიის საზღვრებთან აკავშირებს.

რუთბას გარშემო დასავლეთ დამაკავშირებელ რგოლს თუ დაკარგავს, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფო“-ს კონტროლის ქვეშ, სირიასა და ერაყს შორის უწყვეტ ზოლად მხოლოდ ქაიმის რაიონი დარჩება, რომელიც ასევე ანბარის პროვინციაშია. ტერორისტული დაჯგუფებისთვის ეს ტერიტორია უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის სირიაში მათ დე- ფაქტო დედაქალაქ რაქაზე გადის და თურქეთის საზღვარს უკავშირდება, რომელიც მომარაგების და მებრძოლების შემოსაყვანად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

XS
SM
MD
LG