ერთი წლის წინ ირანელ მფრინავს გმირის წოდება მიანიჭეს მიანიჭეს, რაც მწყობრიდან გამოსული სამგზავრო თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა. კაპიტანმა კი, საერთაშორისო სანქციების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ის ირწმუნება, რომ დაწესებული სანქციები ირანულ სამოქალაქო ავიაციას საფრთხეს უქმნის. ამის მიუხედავად, სულ ცოტა ხნის წინ, ის იძულებული გახდა პოსტიდან გადამდგარიყო. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი არკვევდა.
შარშან, 18 ოქტომბერს „ირან ეარის“ თვითმფრინავი მოსკოვიდან თეირანისკენ ასრულებდა რეისს. 40 წლის ბოინგის წინა მექანიზმი მწყობრიდან გამოვიდა. ბორტზე 113 მგზავრი და ეკიპაჟი იმყოფებოდა. კაპიტანმა ჰოშანგ შაჰბაზმა საგანგებო დაშვების მექანიზმი აამოქმედა, რის შედეგადაც თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა აეროდრომზე. ირანის მთავრობა შაჰბაზის როგორც გმირს ისე შეხვდა. გასულ თვეს, შაჰბაზიმ „იუთუბით" ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„სამწუხაროდ, ირანის სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები იწვევს თვითმფრინავების დიდ რაოდენობით ავარიებს და მგზავრთა დაღუპვას,“ - განაცხადა შაჰბაზიმ.
მისი თქმით, თვითმფრინავის დაშვების მექანიზმის მოშლა დაბალმა ჰიდრავლიკურმა წნევამ განაპრობა, რაც, თავის მხრივ, მოძველებული სათადარიგო ნაწილების შედეგი იყო.
შაჰბაზის მიმართვამ კი, ირანის მთავრობის აღშფოთება გამოიწვია. სოციალური ქსელის - „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე შაჰბაზიმ დაწერა, რომ იძულებულია სამსახურიდან წავიდეს ცხრა წლით ვადაზე ადრე, რადგან უარი თქვა მთავრობის მოთხოვნაზე შეეწყვიტა სოციალური აქტიურობა.
შაჰბაზის კამპანიამ ნათელი გახადა, რომ ირანზე ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული დასავლური სანქციები ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს, აცხადებს ლონდონში მოქმედი სტრატეგიული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი მარკ ფიცპატრიკი. როგორც შეერთებული შტატები და ევროკავშირი ირწმუნება, სანქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ირანის დარწმუნებისთვის, რათა გადახედოს თავის ბირთვული პროგრამის მიზანშეწონილობას. თუმცა, თეირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია.
„ირანს ძალიან უჭირს სათადარიგო ნაწილების და მასალების მოძიება თავისი ბირთვული პროგრამისთვის. ბირთვული პროგრამა ფართოვდება, თუმცა არა იმ მასშტაბით, რასაც ირანი გეგმავდა. სანქციების კიდევ ერთი შედეგი ის უნდა იყოს, რომ თეირანი მოლაპრაკების მაგიდასთან დაბრუნდეს,“ - ამბობს ფიცპატრიკი.
როგორც ექსპერტები ამბობენ, დიპლომატიურ გარდატეხამდე ირანს მოუწევს საკუთარი ავიაციის მოძველებულ ნაწილებზე მუშაობა, ანდა ამ ნაწილების შავ ბაზრაზე შეძენა.