ირანმა წარმატებით გამოცადა მოკლე რადიუსის რაკეტა, რომელიც ახალი სისტემებით არის აღჭურვილი. ამის შესახებ ოფიციალური თეირანი აცხადებს. ირანი ასევე ამ სისტემების წარმოებაში დანერგვას გეგმავს.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აჰმად ვაჰიდმა განაცხადა, ამ სისტემას სამიზნეს განადგურება შეუძლია, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე. მისი თქმით, „ფატეჰ 110“ ტიპის რაკეტის რადიუსი 300 კილომეტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ უშუალო მეოზბლების დაზიანება შეუძლია. ვაჰიდის თქმით, ახალი რაკეტები ირანის შეიარაღების ნაწილი გახდება.