ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი კვლავ კიბერშეტევის სამიზნეა


კომპიუტერულმა ვირუსმა ჰორმუზგანის პროვინციაში რამდენიმე კომპანიის საიტზე შეაღწია

ირანის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელთა განცხადებით, ირანმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ინდუსტრიულ ინტერნეტ-გვერდზე ახალი კიბერშეტევა მოიგერია.ირანის სტუდენტთა ახალი ამბების სააგენტოს განცხადებით, ვირუსმა ჰორმუზგანის პროვინციაში რამდენიმე კომპანიის საიტზე შეაღწია, თუმცა კომპიუტერის სპეციალისტებმა შეძლეს და შეტევა მოიგერიეს.

2010 წელს ძლიერმა კომპოიუტერულმა ვირუსმა Stuxnet-მა ირანის ბირთვული ელექტროსადგურის და სხვადადასხვა საწარმოთა კომპიუტერებში შეაღწია. ირანმა კიბერშეტევებში შეერთებული შტატები და ისრაელი დაადანაშაულა. თეირანის განცხადებით, დასავლეთი მსგავსი ქმედებით ცდილობს ქვეყნის ბირთვული პროგრამის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG