ირანმა წარმატებით გამოსცადა ახალი ჰაერსაწინაღო თვადაცვის სისტემა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უარი განაცხადა თეირანისთვის მიეწოდებინა ეს-300 ტიპის რაკეტები.
ირანის ბრიგადის გენერლის ჰამიდ არჟანგის განცხადებით ახალ რაკეტებს მოწინაღმდეგის ნებისმიერი თვითმფრინავის ჩამოგდება შეუძლიათ.
ირანმა აღნიშნული სარაკეტო სისტემა სწორედ რუსული ეს-300 ტიპის რაკეტებისგან გადმოიღო. ირანმა 5 დღიანი მასშტაბური სამხედრო-საჰაერო წვრთნები ჩაატარა, რომელიც ბირთვული ობიექტების მახლობლად მიმდინარეობდა.