ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ლათინურ ამერიკაში ვიზიტი დაასრულა. რამდენიმე ქვეყანაში სტუმრობის შემდეგ თეირანს საამაყო შედეგები არ ჰქონია. ერთი გზავნილი, რომელიც ცხადად ისმოდა სამხრეთ-ამერიკული ტურნეს დროს იყო ის, რომ ირანი უკმაყოფილოა დასავლეთით იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოება ირანისგან ბირთბული პროგრამის შეჩერებას ითხოვს.
აჰმადინეჟადმა ტურნე ეკვადორში დაასრულა.
პრეზიდენტ რაფაელ კორერასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებიდან ბევრს კიდევ ერთხელ გაუჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ირანი მართლაც ამზადებს ბირთვულ იარაღს. თუმცა, ეჭვის აღმძვრელი კომენტარების შემდეგ აჰმადინეჟადმა განაცხადა:
„ბირთვული პროგრამა პოლიტიკურ საბაბად იქცა. ირანი არ ცდილობს ბირთვული იარაღის შემუშავებას. ირანი ისეთი სულელი არ არის, რომ საკუთარი ფული ისეთ იარაღზე დახარჯოს, რომელსაც ვერასოდეს გამოიყენებს.“