გაეროს ინსპექტორებმა დაასრულეს სამდღიანი ვიზიტი ირანში. მისია თეირანის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების შემდეგ განხორციელდა, თუმცა წინააღმდეგობრივ ბირთვულ პროგრამაში ვერანაირი წინასვლა ვერ დაფიქსირდა. ნახევრად სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო "ფარსი" იუწყება, რომ ირანის ოფიციალურ პირებსა და სტუმრებს შორის კონსტრუქციული დიალოგი გაიმართა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ამ სააგენტოს ინფორმაციით მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი უკვე დაგეგმილია, მაგრამ უფრო დაწვრილებით დეტალები არ გახმაურებულა.