ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა ამერიკული დრონი ჩამოაგდო


ამერიკასა და ირანს შორის დაძაბულობა გრძელდება. ამერიკული მხარე ამტკიცებს, რომ ირანმა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი დრონი ჩამოაგდო, თუმცა ირანული მხარე აცხადებს, რომ დრონი ქვეყნის ტერიტორიის თავზე დაფრინავდა.

ამერიკის სარდლობის პრეს-სპიკერი, კაპიტანი ბილი ურბანი ამბობს, რომ ირანულმა რაკეტამ ამერიკის საზღვაო დაზვერვის საჰაერო ხომალდი ჰორმუზის სრუტის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრციდან ჩამოაგდო.

მან ამ ქმედებას "არაპროვოცირებული თავდასხმა" უწოდა ამერიკის დაზვერვის საკუთრებაზე და თქვა, რომ უპილოტო დრონი დაზვერვის ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენება და ის ოკეანისა და სანაპირო რეგიონების თავზე დაფრინავს.

ამერიკის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ირანმა ამერიკული დრონის ჩამოგდება გასულ კვირასაც სცადა.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე თავდასხმა მოხდა. ამერიკა ამ თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს, ირანი კი ბრალდებებს უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG