ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი აცხადებს, რომ არ სურს რეგიონული ესკალაცია, მაგრამ ისრაელი უნდა "დასაჯოს"


ირანი არ ცდილობს რეგიონული დაძაბულობის ესკალაციას, მაგრამ თვლის, რომ ისრაელი უნდა დასაჯოს, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი არასტაბილურობა, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ორშაბათს, გასულ კვირას, "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს თეირანში მკვლელობის შემდეგ.

„ირანი ცდილობს რეგიონში სტაბილურობის დამყარებას, მაგრამ ეს მხოლოდ აგრესორის დასჯისა და სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) ავანტიურიზმის წინააღმდეგ შეკავების გზით შეიძლება,“ - თქვა ნასერ ქანაანმა და დასძინა, რომ თეირანი პასუხს გასცემს ისრაელს.

ქანაანმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს შეწყვიტოს ისრაელის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა რეგიონში სტაბილურობის დაცვაში და მხარი უნდა დაუჭიროს "აგრესორის დასჯას".

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თეირანში აკრედიტებული ელჩები, ორშაბათს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ალი ბაგერი კანთან შეხვედრაზე მიიწვია, რათა მათთვის განეცხადებინათ, რომ ირანის სურს ისრაელს უპასუხოს.

თეირანმა და ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა, როგორიცაა "ჰამასი" და "ჰეზბოლა", ისრაელი, 31 ივლისს, ირანის დედაქალაქში ჰანიეს მკვლელობაში დაადანაშაულეს. ჰანიე იყო "ჰამასის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი, რომელიც ღაზაში მიმდინარე ომის პარალელურად მოკლეს.

ისრაელის ოფიციალურ პირებს პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა ჰოსეინ სალამიმ ორშაბათს გაიმეორა ელიტური ჯგუფის მუქარა, რომ ისრაელი "მიიღებს სასჯელს თავის დროზე".

XS
SM
MD
LG