ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ ინტერვიუში ირანის შესახებ ისაუბრა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ახალი მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა. თუმცა, მისი თქმით, ირანმა უნდა აღიაროს, რომ საერთაშორისო სანქციები მანამდე შენარჩუნდება თეირანზე, ვიდრე ირანის მთავრობა არ გაფანტავს ეჭვებს მისი ბირთვული პროგრამის შესახებ. როგორც ცნობილია, თეირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა.
პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ირანის პრეზიდენტად ზომიერი კანდიდატის ჰასან როჰანის არჩევა ადასტურებს, რომ ირანელ ხალხს განსხვავებული მიმართულებით სვლა და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩართვა სურს.
XS
SM
MD
LG