შედარებით ზომიერი კანდიდატის ჰასან როჰანის მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ ანალიტიკოსები ირანში მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით დიდ იმედებს არ ამყარებენ.
ახლადარჩეული პრეზიდენტის მხარდამჭერები მათი კანდიდატის გამარჯვებას თეირანის ქუჩებში ზეიმობდნენ. ჰასან როჰანმა, რომელმაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტი მიიღო, ექსპერტთა გაოცება გამოიწვია.
ორშაბათს ჰასან როჰანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა რომ „ძველი ჭრილობები“ შეერთებულ შტატებთან იმ შემთხვევაში შეიძლება შეხორცდეს, თუკი დაცული იქნება ირანის უფლება ურანის გასამდიდრებლად. მან „კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობისთვის “ მოუწოდა დასავლეთს და იმედი გამოთქვა, რომ „ზომიერების ფარგლებში“ სანქციების შემსუბუქებაც შესაძლებელი იქნება. მან თქვა, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებში მზად არის უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, იმისათვის, რომ აჩვენოს რომ ეს პროგრამა როგორც მან თქვა „ საერთაშორისო ჩარჩოებში“ მუშაობს.
ბევრისთვის, ეს შეიძლება იყოს პოზიტიური ცვლილება მისი წინამორბედის, მაჰმუდ აჰამდინეჟადის შემდეგ, რომლის პოლიტიკაც და რიტორიკაც ირანში და მის გარეთაც ბევრი ადამიანის მხრიდან ანტაგონიზმს იწვევდა.
ჰასან როჰანმა მსოფლიო ლიდერებისგან ჩვეული მისალოცი განცხადებები მიიღო.
ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა გამოთქვა იმედი, რომ ირანელი ხალხის „ ფარული სიძლიერე“ ქვეყნის გაწონასწორებულ პოლიტიკაში აისახება.
თუმცა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უფრო მკვეთრი ხაზი გაავლო.
ბენიამინ ნეთანიაჰუს : რაც უფრო მეტი ზეწოლა იქნება ირანზე, უფრო მეტი შანსია რომ წერტილი დაესვას ირანის ბირთვულ პროგრამას. ასე თუ ისე ეს პროგრამა შეწყვეტილი იქნება.
წარსულში, ისრაელი სამხედრო მოქმედებებით დაიმუქრა, თუკი მოლაპარაკებები ირანთან შეთანხმებით არ დასრულდებოდა და ირანი არ შეწყვეტდა ძალისხმევას ბირთვული იარაღის შექმნაზე. თუმცა ბირთვული იარაღის განვითარების მცდელობას ირანი უარყოფს.
რადგან ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ირანის ბირთვულ პროგრამაზე მკაცრ კონტროლს აგრძელებს, ამის გამო ექსპერტებს დიდი ცვლილებების მოლოდინი არ აქვთ.
თუმცა ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული როჰანი ათი წლის წინ ირანის ბირთვული პროგრამის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალი იყო და მისი ქვეყნის ლიდერები მოკლე პერიოდში დაარწმუნა, რომ უფრო თავდაჭერილი პოლიტიკა ჰქონოდათ. რაც ირანის ექსპერტს მარკ ფიცპატრიკს მცირედ იმედს აძლევს რომ როჰანი ამ გამოცდილებას თავის საპრეზიდენტო პოსტზე ყოფნის დროსაც გამოიყენებს.
მარკ ფიცპატრიკი: როჰანი ირანის ბირთვული პროგრამის მხარდაჭერას გააგრძელებს. არანაირ ცვლილებებს არ მოველი ამ მხრივ, თუმცა ცოტაოდენი ტაქტიკური კომპრომისი და მზადყოფნა შეთანხმებაზე, ან გარიგება შეიძლება მაინც მოხდეს. ეს საკითხი, საბოლოო ჯამში, მაინც არ გადაწყდება თუ ირანის მზაობა არ იქნება.
და შესაძლოა იგივეს ფიქრობდნენ როჰანის გახარებული მხარდამჭერებიც, როდესაც ისინი გამარჯვების სიხარულის გამოსახატად ისლამისტურ რესპუბლიკამდე ირანის პატრიოტულ სიმღერას მღეროდნენ. მოსახლეობის ნაწილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ ცვლილებები და რეფორმები სურთ, და ისეთი პოლიტიკის გატარება რომელიც მეტ დაძაბულობას და მეტი ეკონომიკური სანქციების გატარებას არ შეუწყობს ხელს.