ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი უკანასკნელ სანქციებს აკრიტიკებს


ეკონომიკური ბლოკის წევრი ქვეყნების ბანკებს ეკრძალებათ ირანის ფინანსურ ინსტიტუტებთან ოპერაციების განხორციელება

ირანი მკაცრად აკრიტიკებს ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ უკანასკნელ სანქციებს, რომლებიც თეირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგაა მიმართული.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რამინ მეჰმანპარასტის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციები „არაადამიანურია“, თუმცა, მათ ირანის ბირთვულ პროგრამაზე გავლენა მაინც არ ექნება.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური ბლოკის წევრი ქვეყნების ბანკებს ეკრძალებათ ირანის ფინანსურ ინსტიტუტებთან ოპერაციების განხორციელება. ერთადერთი გამონაკლისი ჰუმანიტარული დახმარება იქნება, რომლის ფინანსური ასპექტები წინასწარ უნდა იქნას დამტკიცებული. საბანკო ოპერაციებთან ერთად, შეზღუდვები დაწესდა ირანის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთობისთვისაც, მათ შორის, ქვეყანაში ბუნებრივი აირის იმპორტისთვის საჭირო საბანკო ოპერაციებზეც.
XS
SM
MD
LG