ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სანქციები ირანისთვის


ევროკავშირი ხვალ იმ კომპანიების სიას გამოაქვეყნებს, რომელთა ანგარიშები გაიყინება ევროპულ ბანკებში

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო, მისი ბირთვული პროგრამის გამო. ამ ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს სანქციები, რომლებიც ენერგომატარებლებით მოვაჭრე ირანული კომპანიების წინააღმდეგ არის მიმართული.

ევროკავშირი ხვალ იმ კომპანიების სიას გამოაქვეყნებს, რომელთა ანგარიშები გაიყინება ევროპულ ბანკებში, მათ წარმომადგენლებს კი, ევროპაში მოგზაურობას აუკრძალავენ.

ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, თუმცა, დასავლეთი მის წინააღმდეგ ახალ-ახალ სანქციებს აწესებს.
XS
SM
MD
LG