ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ნეთანიაჰუს პასუხობს


ირანის ელჩმა გაეროში ნეთანიაჰუ „უსაფუძვლო ბრალდებაში“ დაადანაშაულა

ირანმა განაცხადა, რომ მასზე თავდასხმის შემთხვევაში უმკაცრეს პასუხს გასცემს. ამით თეირანმა ისრაელის პრემიერ მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უპასუხა, რომელმაც ირანისთვის წითელი ხაზის დაწესება მოითხოვა.

ირანის ელჩმა გაეროში, ეშაღ ალ-ჰაბიბიმ ნეთანიაჰუ „უსაფუძვლო ბრალდებაში“ დაადანაშაულა. გუშინ, ისრაელის პრემიერ მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიო თანამეგობრობას ირანის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით წითელი ხაზის დაწესებისკენ მოუწოდა.

მანამდე პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა არ მოახერხოს ბირთვული იარაღის შექმნა.
XS
SM
MD
LG