ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ადამიანური შეცდომა" - ირანის სამოქალაქო ავიაცია უკრაინული ბოინგის ჩამოგდებაზე


ირანი აცხადებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, „ადამიანური შეცდომა“ გახდა.

ამის შესახებ, ირანის სამოქალაქო ავიაციის ანგარიშშია საუბარი. „პროცედურების შესრულების დროს, ადამიანური შეცდომის გამო მხოდა მარცხი“ - ნათქვამია ანგარიშში.

იმავე ღამეს, როცა უკრაინული სამგზავრო ლაინერი ჩამოაგდეს, ირანი, ამერიკის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის გამო, საპასუხო მოქმედებებს ახორციელებდა.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო ლაინერი, „ბოინგ 737“ რვა იანვარს, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოაგდეს, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა.

ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, კანადის, შვედეთის, ავღანეთის, გერმანიის და დიდი ბრითანეთის მოქალაქეები.

ავიაკატასტროფიდან სამი დღის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG