ირანში, ფრანკო-ირანელი აკადემიკოსი დააკავეს. მას საკონსულო წარმომადგენელებთან დაკავშირების უფლებას არ აძლევენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ, ორშაბათს გააკეთა.
ფარიბა ადელხაჰი ფრანგული უნივერსიტეტის, „პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის“ანთროპოლოგია. ის, ირანული მედიის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ივნისში დააკავეს.
„საფრანგეთი მოუწოდებს ირანელ სამართალდამცავებს, ნათელი მოჰფინონ ქალბატონი ადელხაჰის სიტუაციას და იმეორებს მოთხოვნებს, კერძოდ, რომ მას მიეცეს საკონსულოსთან წვდომის საშუალება“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ირანის ოფიციალურ პირებს ბრალდებები ფრანგი მკვლევარის წინააღმდეგ ჯერ არ დაუდასტურებიათ. დაკავების პარალალურად, ევროპის ქვეყნები ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ცდილობენ, დაძაბული სიტუაციის განმუხტვას, რაც შეერთებული შტატების მიერ შეთანხმების დატოვებას მოჰყვა.
Facebook Forum