ტურიზმი მსოფლიოში ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012 წელს 1 მილიარდი საერთაშორისო ფრენა განხორციელდა, ხოლო ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავალი კი 6.3 მეათედი ტრილიონი დოლარი იყო. გარდა ამისა, ინდუსტრია 254 მილიონ ადამიანს ასაქმებს. რა მდგომარეობაა ტურიზმის მხრივ საქართველოში, რა წინსვლა შეინიშნება და რა არის დასახვეწი. ამ თემებზე სასაუბროდ ინტერვიუ ვთხოვეთ ბატონ სკოტ ვეინს, რომელიც ეს დაბლიუ (SW) ასოშიეტსის პრეზიდენტი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორია.
ბატონო სკოტ, დილი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. რატომ არის ტურიზმი ასეთი მნიშვნელოვანი მსოფლიო ეკონომიკაში?
ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, ყველაზე დიდი ინდუსტრიაა მსოფლიოში. მაგრამ მისი სრული პოტენციალი ჯერ არ არის განხორციელებული იმისთვის, რომ მსოფლიოს მასშტაბით შემცირდეს უმუშევრობა, გაიზარდოს შემოსავლები, დაიძლიოს სიღატაკე და ზოგადად, სტაბილურად შეეწყოს ხელი მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ეს განსაკუთრებით საქართველოს მიესადაგება.
დიახ, საქართველოზე თქვენ აცხადებთ, რომ მოქნილი ტურისტული ინდუსტრიის განვითარება აუცილებელი იქნება ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად. რის საფუძველზე ამბობთ ამას?
საქართველოსთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გამო, რომ ქვეყანას არაჩვეულებრივი რესურსი აქვს ტურიზმისთვის. საქართველო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყანაა 4-5 ჯერ ვარ იქ ნამყოფი. საქართველო გამაოგნებლად ლამაზია, მას ძალიან მდიდარი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა აქვს. ტურიზმი ამ მემკვიდრეობის შენახვას და გაფრთხილებას და მისი მეშვეობით შემოსავლისა და დასაქმების შექმნას ნიშნავს. თუ ტურიზმი სათანადოდ იმართება, ის შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარების წყარო გახდეს. საქართველოში მონაცემები უკვე თვალნათლივ მეტყველებს იმაზე, რომ ტურიზმი განსაკუთრებული დატვირთვის მქონე ინდუსტრია იქნება.
2010 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა გაორმაგდა. რას უკავშირებთ ამას?
იწყება საქართველოს აღმოჩენა და ადამიანები ნელ-ნელა აცნობიერებენ რამდენად უნიკალური ქვეყანაა ის. მაგრამ ერთი რამ გასათვალისწინებელია, რომ ტურიზმი შეიძლება საკუთარი წარმატბის მსხვერპლი გახდეს. ეს მაშინ ხდება, როცა აქტივების მართვა არასწორად წარმოებს. საქართველო კარგი მართვის გზას ადგას.
რას გულისხმობთ აქტივების სათანადო მართვაში?
მაგალითად იმას, რომ თუ სანაპირო ზოლის ან სამთო საკურორტო ზონის განვითარება დაგეგმვის გარეშე მოხდა ეს ადგილი ადვილად შეიძლება გაფუჭდეს ზედმეტად პოპულარობის გამო. მსოფლიოში არაერთი ადგილია ისეთი, სადაც ინდუსტრიის ზრდა დაუგეგმავად მოხდა და შედეგად ტურისტულმა ღირშესანიშნაობებმა ხიბლი დაკარგა.
ვინ მოგზაურობს საქართველოში და თუ გაქვთ ინფორმაცია იმაზე თუ საშუალოდ რამდენს ხარჯავს თითოეული ტურისტი?
ამჟამად, საქართველოში ტურისტების 70 პროცენტი რეგიონიდან ჩადის. განსაკუთრებით კი ზაფხულის თვეებში მნიშვნელოვნად მატულობს ტურისტების რაოდენობა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. დანარჩენი 30 პროცენტი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის - დასავლეთ ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან ავსტრალიიდან. რაც შეეხება მათ მიერ დახარჯულ თანხას, ის დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დიდია იმ ქვეყნის ეკონომიკა, რომლიდანაც ტურისტი მოდის. ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით, ეს თანხა 500 დან 2000 დოლარამდე მერყეობს.
თქვენი აზრით რას სჭირდება ყველაზე მეტად დახვეწა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში? რა სფერო შეიძლება განვითარდეს კიდევ უფრო მეტად?
საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ტურიზმის განვითარება ახლა იწყება. ასეთ ქვეყნებში ყველაზე დიდი გამოწვევა ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ინფრასტრუქტურა კი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქწინაპირობას წარმოადგენს ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის. ინფრასტრუქტურის ქონა აუცილებელია იმისთვის, რომ ამუშაო სასტუმრო, გქონდეს მოქნილი სატრანსპორტო სისტემა, შეძლო ტურისტების სათანადო საკვებით სათანადოდ უზრუნველყოფა, გქონდეს კარგად გამართული და სასიამოვნო სავაჭრო ადგილები. ანუ ყველაფერი ის, რაც ტურისტს სჭირდება დასასვენებლად.
გარდა ამისა, ალბათ ისაც საფიქრალია, თუ სად იცხოვრებენ ადამიანები, რომლებიც ამ სასტუმროებსა და რესტორნებში იმუშავებენ ან არის თუ არა ვთქვათ სკოლების სათანადო რაოდენობა მათი შვილებისთვის.
აბსოლუტურად გეთანხმებით. ამას რბილ ინფრასტრუქტურას ვეძახით. მისი ერთი ნაწილი ინდუსტრიის კადრებია. შეუძლებელია წარმატებული ტურიზმის სექტორის შექმნა, თუ არ გყავს კარგად გაწვრთნილი და განათლებული პერსონალი არა მხოლოდ სასტუმროებსა და რესტორნებში, არამედ თითოეულ იმ ინდუსტრიაში, რომელიც ამარაგებს ან ემსახურება ტურიზმის სექტორს. მათ მთავარ ინსფრასტრუქტურასთან შედარებით არანაკლები როლი აკისრიათ.
როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად? არსებობს თუ არა ასეთი სტრატეგია და რამდენად წარმატებულია ის?
დაახლეობით ხუთი წლის წინ ჩემმა კომპანიამ ამერიკა-საქართველო ბიზნეს საბჭოსთან პარტნიორობით დაიწყო საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. ამ სტრაგეტიის ნაწილი განხორციელდა, თუმცა ომის შედეგად ბევრი რამ შეწყდა. მას შემდეგ - ცხადია - რომ საქართველო წარმატებულ გზას ადგას ტურისტების მოზიდვაში. მონაცემები ყოველწლიურად იზრდება არა მხოლოდ ტურისტების რაოდენობის მიხედვით, არამედ მათ მიერ დახარჯული საშუალო თანხის მიხედვითაც. ახლა უკვე კრიტიკულ ზღვარს ვუახლოვდებით. არ დაგავიწყდეთ, რომ ტურიზმი უკიდურესად კონკურენტული სფეროა და საქართველომ ისეთი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომ კონკურენცია გაითვალისწინოს. რამდენადაც მე ვიცი, ახალი მთარობა ზოგიერთი სტრატეგიის განახლებას აპირებს და სურს ტურიზმი რაც შეიძლება სწრაფად აქციოს ეკონომიკის ერთ-ერთ მყარ სექტორად.
განივთარების გზაზე, რა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომა ან გაუთვალისწინებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება წინსვლა შეაფერხოს?
მსოფლიოში უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ აფუჭებენ ქვეყნები სანაპირო ზოლს იმით, რომ ძალინ ბევრი სასტუმროს აშენების ნებართვებს იძლევიან. ან შეიძლება არასწორად იქნას დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურა. მაგალითად, თუ საკურორტო ზონაში სასტუმროები ხალხით ივსება, იქ გზებზეც ბევრი მანქანა იქნება, რისთვისაც ინფრასტრუქტურა მომზადებული უნდა იყოს. ასევე აუცილებელია სათანადო ელექტრიფიკაცია და ენერგიის მოხმარების გათვლა, საკანალიზაციო და სანიაღვრე ინფრასტრუქტურა. კიდევ ერთი ფაქტორი იმ ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფაა, რომლებიც ტურიზმის სექტორში დასაქმდებიან. მაგალითად თუ ასობით სასტუმროს აშენებთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იქ ათასობით ადამიანი იმუშავებს, რომლებმაც სადღაც უნდა იცხოვრონ. მაგალითად, მექსიკის კურორტ კანკუნში სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს და ვერ გათვალეს ის, რომ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებსაც სჭირდებოდათ საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. შედეგად ფეშენებელურ საკურორტო უბნებთან ახლოს ბარაკები გაჩნდა. აი ეს საკითხები აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საქართველოში.
რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი: რა რეკომენდაციები გაქვთ საქართველოსთვის ტურიზმის სტრატეგიის გაგრძელების ან შეცვლის მიმართულებით იმისთვის, რომ ეს ინდუსტრია ქვეყანის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძალა გახდეს?
მე ამას ემ ენდ ემ-ის სტრატეგიას ვუწოდებ. ემ ენ ემის შოკლოლადი ყველამ იცის რა არის, მაგრამ მე შოკოლადზე ცხადია არ ვსაუბრობ. აქ ფულსა და ბაზრებზეა საუბარი - მანი ენდ მარკეტ. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. საიდან დაფინანსდება ტურიზმის განვითარება? და არის თუ არა ტურიზმზე საბაზრო მოთხოვნილება. მაგალითად, თუ არ არის სათანადო ბაზარი, ძალიან რთულია ინდუსტრიის წარმატებული საქმიანობა. ამასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას უნდა სურდეს ის, რომ მათი ტერიტორია ტურისტული ღირშესანიშნაობა გახდეს.

შეუძლებელია წარმატებული ტურიზმის სექტორის შექმნა, თუ არ გყავს კარგად გაწვრთნილი და განათლებული პერსონალი არა მხოლოდ სასტუმროებსა და რესტორნებში, არამედ თითოეულ იმ ინდუსტრიაში, რომელიც ამარაგებს ან ემსახურებასკოტ ვეინი