პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაიდენის ცენტრის მკვლევარი და წარსულში გენერალ ბენ ჰოჯესის მრჩეველი რუსეთის საკთხებში მარკ ვოიჯერი ამბობს, რომ ნატოს ლონდონის სამიტმა ალიანსისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთი შეაფასა. ამასთან, ალიანსი ცდილობს შავი ზღვის უსაფრთხოება გააძლიეროს. რუსეთთან დაკავშირებით ვოიჯერი ამბობს, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებში "ელიტის მიტაცებას" ცდილობს იმისთვის, რომ მიტაცებულ ელიტას ანგარიშვალდებულება არა საკუთარ ხალხთან, არამედ კრემლთან ჰქონდეს. ვოიჯერის თქმით, დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი ასეთ მთავრობებს ხალხის ხმის მოსმენას არ სთხოვს. მარკ ვოიჯერს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ბატონო მარკ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ლონდონში ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურების სამიტი გაიმართა. როგორ შეაფასებდით ნატოს ლონდონის შეხვედრის შემდეგ?
პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. "ამერიკის ხმასთან" საუბარი ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა. ნატომ ლონდონში დაარსებიდან 70-ე წლისთავი აღნიშნა. შეხვედრამდე იყო მოლოდინები და იმედი. გარკვეულწილად, ზოგიერთი მოლოდინი შესრულდა, მაგრამ შეხვედრა ერთგვარი დრამით დამთავრდა ამერიკის პრეზიდენტსა და მის კანადელ კოლეგას შორის კომენტარების გაცვლით. ამის გამო, შეხვედრის ზოგიერთი დადებითი მიღწევა ამ პერსონალური დინამიკით დაიჩრდილა. ასევე შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატოს ტვინმკვდარი ორგანიზაცია უწოდა. ამ განცხადებისთვის ამაზე ცუდი დრო არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ამით სამიტამდე ცოტა ხნით ადრე ალიანსის ერთობა დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ერთობა კი ნატოს მიზიდულობის ცენტრია.
ნატომ ასევე დაადასტურა მზადყოფნის ახალი ფორმულა, რომელიც ოთხი 30-ის სახელითაა ცნობილი. ანუ მომავალ წელს საფრთხეებზე ნატოს მობილიზების ფორმულა იქნება ის, რომ 30 მნიშვნელოვანი სამხედრო გემის, საბრძოლო თვითმფრინავების 30 ესკადრილიის და 30 მექანიზებული ბატალიონის მობილიზება 30 ან ნაკლებ დღეში მოხდეს.
თქვენი აზრით, ლონდონის სამიტზე გამოიკვეთა ის, რომ პერსონალური უთანხმოებების გამო ალიანსის ერთობა დაზიანდა?
არ ვიტყოდი, რომ ერთობა დაზიანდა, განსაკუთრებით თუ ამ საკითხს სამიტის შედეგების ჭრილში შევაფასებთ. სამიტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილა, ზოგიერთ გადაჭრა და ზოგიერთისთვის კი გადაჭრის გზები დასახა. ამათგან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის დანახარჯებია. ეს საკითხი უკვე დიდი ხანია ნატოში უთანხმოებას იწვევს, რადგან ალიანსის ყველა წევრი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს არ ხარჯავს თავდაცვაზე, როგორც ეს ნატოსთვის დაწესებული სტანდარტია. ამაზე გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმაც ისაუბრა და მოკავშირეებმაც დაადასტურეს დანახარჯების გაზრდის სურვილი საბოლოო კომუნიკეში. ნატომ ასევე დაადასტურა მზადყოფნის ახალი ფორმულა, რომელიც ოთხი 30-ის სახელითაა ცნობილი. ანუ მომავალ წელს საფრთხეებზე ნატოს მობილიზების ფორმულა იქნება ის, რომ 30 მნიშვნელოვანი სამხედრო გემის, საბრძოლო თვითმფრინავების 30 ესკადრილიის და 30 მექანიზებული ბატალიონის მობილიზება 30 ან ნაკლებ დღეში მოხდეს.
თქვენ საფრანგეთს პრეზიდენტ მარკონის განცხადება ახსენეთ. ამ განცხადების ფონზე, რუსეთი ჩრდილოეთის ნაკად 2-ს გერმანიის თანხმობით და სურვილით აშენებს. საფრანგეთს მიაჩნია, რომ ნატო ტვინმკვდარი ორგანიზაციაა და რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოს, გერმანია რუსეთს დიდი ენერგო-პროექტის დამთავრებაში ეხმარება. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოში მოკავშირეების ერთობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, ნატოს რუსეთი საფრთხედ მიაჩნია?
სამიტის კომუნიკეში ეს ნათლად გამოიკვეთა, რომ რუსეთის აგრესიული მოქმედებები ნატოს საფრთხეს უქმნის. გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ყურადღება ჯერ ტერორიზმზე გაამახვილა და შემდეგ რუსეთზე, რაც ჩემი ზარით, საფრანგეთისადმი რევერანსი იყო. თუმცა, კომუნიკეში ალიანსმა მკაფიოდ დააფიქსირა ის, რომ მთავარი საფრთხე რუსეთის მოქმედებებია. ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნოთ, რომ ალიანსის პრიორიტეტი რუსეთის შეკავება და ყველა შესაძლებლობის დროს მასთან დიალოგში ჩართვაა. ეს ორმაგი მიდგომაა და ნატო იმედს იტოვებს, რომ კრემლი ამას დაინახავს.
თუმცა, რუსეთი ამას ყურადღებას არ აქცევს.
შავი ზღვა რუსეთისთვის ერთადერთი ყველაზე მოსახერხებელი მისადგომია, ეგრეთწოდებულ, გლობალურ სამხრეთთან - რაშიც სირია, ლიბია, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და მსოფლიოს სხვა რეგიონები. ამ რეგიონებზე საზღვაო წვდომისთვის რუსეთს შავი ზღვა სჭირდება. ეს კი ამ რეგიონის რუსეთისთვის მნიშვნელობას აღრმავებს. ამის გამო, რუსეთი ცდილობს შავი ზღვის ერთი ნაწილი შეუღწეველ ტერიტორიად აქციოს როგორც ფიზიკურად, ასევე ლეგალურად. საქართველო რუსეთის ამ პოლიტიკის დიდი ნაწილია.
კი, გეთანხმებით. მაგრამ ესაა ნატოში ოფიციალური პოზიცია. იმის გამო, რომ ნატოში ყველაფერი კონსენსუსზეა დამოკიდებული, ალიანსისთვის რთული იქნება რუსეთთან მხოლოდ შეკავების პოლიტიკა ჰქონდეს და დიალოგისთვის ადგილი არ დატოვოს. ამას ყველა წევრი არ დათანხმდება.
სად ჯდება შავი ზღვის უსაფრთხოება ალიანსის უსაფრთხოების ზოგად არქიტექტურაში?
შავი ზღვა რომ მნიშვნელოვანი რეგიონია ამაში ეჭვი არავის ეპარება და ამასთან არა მხოლოდ ნატოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც. ამის გამო ვხედავთ რუსეთის ასეთ აგრესიულ მოქმედებებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, ცხადია, საქართველოს მიმართაც. ეს კი მეორეს მხრივ საფრთხეს უქმნის შავი ზღვის აუზის ნატოს წევრ ქვეყნებს - რუმინეთს, ბულგარეთს და თურქეთს. როგორც იცით, ყირიმის ანექსიამდე, რუსეთი შავი ზღვის სანაპირო ზოლის მხოლოდ 14 პროცენტს აკონტროლებდა. დღეს რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმის სანაპირო წყლებიც მისია. მათ ასევე მიითვისეს ბუნებრივი აირის რამდენიმე პლატფორმა ზღვაში. ნატოსთვის ეს პრობლემას იმის გამო წარმოადგენს, რომ ეს ადგილები ნატოს სანაპირო წყლებთან ძალიან ახლოსაა და ადვილია პოტენციური კონფლიქტის პროგნოზირება.
ამასთან, შავი ზღვა რუსეთისთვის ერთადერთი ყველაზე მოსახერხებელი მისადგომია, ეგრეთწოდებულ, გლობალურ სამხრეთთან - რაშიც სირია, ლიბია, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და მსოფლიოს სხვა რეგიონები. ამ რეგიონებზე საზღვაო წვდომისთვის რუსეთს შავი ზღვა სჭირდება. ეს კი ამ რეგიონის რუსეთისთვის მნიშვნელობას აღრმავებს. ამის გამო, რუსეთი ცდილობს შავი ზღვის ერთი ნაწილი შეუღწეველ ტერიტორიად აქციოს როგორც ფიზიკურად, ასევე ლეგალურად. საქართველო რუსეთის ამ პოლიტიკის დიდი ნაწილია.
ყირიმის უკანონო ანექსიასთან ერთად, რუსეთი აფხაზეთის ოკუპაციას აგრძელებს, რაც შავი ზღვის სანაპირო ზოლს მის მოქმედებებისთვის კიდევ უფრო აფართოებს.
დიახ ასეა.
რა უდა გავაკეთოთ? რუსეთი აქტიურად ცვლის თამაშის წესებს და ძალთა ბალანსს შავ ზღვაში, ბოლო დროს თურქეთი უწყვეტად ადასტურებს იმას, რომ ნატოსთვის არასაიმედო პარტნიორია. ფაქტობრივად, შავ ზღვაში გვაქვს სიტუაცია, როცა არ ვიცით ორი დიდი მოთამაშე რას მოიმოქმედებს და არ ვიცით კიდევ რის გასაკეთებლად არის რუსეთი მზად. როგორია ნატოს პოზიცია იმაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს შავი ზღვის უსაფრთხოება? რის გაკეთება შეიძლება გარდა არსებული შემაკავებელი მექანიზმებისა, რომლებიც დღემდე ნაწილობრივ არაეფექტური გამოდგა?
თუ რუსეთმა ის მოახერხა, რომ საქართველოს მოსახლეობა დასავლეთის წინააღმდეგ შეატრიალა და მათ აფიქრებინა, რომ არ სჭირდებათ ნატო და ევროკავშირი, ეს დიდი დარტყმა იქნება საქართველოს ევროპაში დაბრუნებისთვის. ამით ქართული ოცნება „რუსულ კოშმარად“ იქცევა. რუსეთი და მანამდე საბჭოთა კავშირი ამ მეთოდებს ხშირად იყენებდა ქვეყნებში ანტი-დასავლური ნარატივების გასავრცელებლად.
რუსეთი აგრძელებს და გააგრძელებს ნატოს სიმტკიცის გამოცდას. კრემლი ეცდება ნატოს დაანახოს და დაუმტკიცოს, რომ შავი ზღვა მის ეზოშია და შესაბამისად მისი გავლენის სფეროს ნაწილია. ალიანსმა შავ ზღვაში სამხედრო ყოფნა უნდა გაზარდოს. რუსეთის შეკავება რამდენიმე დონეზე შეიძლება - იურიდიულ, ისტორიულ და ცხადია, პოლიტიკურ დონეებზე. უნდა შევეწინააღმდეგოთ კრემლის ნარატივს, რომ შავ ზღვაზე რუსეთს ისტორიულად პრივილეგირებული წვდომა აქვს. ეს ასე არაა. ნატომ შავი ზღვის ინტეგრაცია მეტად უნდა მოახდინოს საკუთარ ზოგად სტრატეგიაში. ცოტა ხნის წინ გენერალმა ბენ ჰოჯესმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ნატომ უსაფრთხოების არქიტექტურაში შავი და ბალტიის ზღვები ერთად უნდა განიხილოს. დიდი ძალების ეს თამაში კომპლექსური და საშიშია, მაგრამ მეორეს მხრივ მისი გამარტივება შეიძლება. რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ აქ ვართ, რომ უკრაინა და საქართველო არ მიგვიტოვებია და რომ ნატო არ აპირებს შავი ზღვის რუსეთისთვის ჩაბარებას.
შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ამასთან, მოგეხსენებათ, ის ნატოში გაწევრიანებისკენ მუშაობს. თქვენი აზრით, რის გაკეთება შეუძლია საქართველოს სწორედ ამ მიზნით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად? და ამავე კონტექსტში იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოს ნატოს სამხრეთ ფლანგის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ქვეყანაა?
დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მიიჩნეოდა, როგორც ნატოს საიმედო პარტნიორი. ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ ერაყში, დღემდე იბრძვიან ავღანეთში. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირება. ნატო არ არის ვარშავის პაქტი, რომელიც ქვეყნებს ძალით აერთიანებდა საკუთარ სტრუქტურებში. ნატოს შემთხვევაში თავად ალიანსი არავის აძალებს წევრობას. ყველა ქვეყანა ნატოს წევრი საკუთარი ხალხის სურვილით გახდა. საქართველოსთან ალისთან ახლოს თანამშრომლობს, იქნება ეს საქართველოში ნატოს ტრეინინგ ცენტრის თუ ერთობლივი წვრთნების კეთების თვალსაზრისით. ტაქტიკურად საქართველო უკვე ყველაფერს აკეთებს შავ ზღვაში. მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება. არ უნდა მოხდეს ამ პროექტის მნიშვნელობის დაკნინება.
ის, რომ მთავრობა მზად იყო მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინა ცუდზე მიანიშნებს. ეს ხდება რუსეთში, ხდებოდა იანუკოვიჩის უკრაინაში. ეს ხდება რუსეთი მიერ კონტროლირებულ „ევრაზიის კლუბში.“ საქართველო ამ კლუბის წევრი არ არის და მასთან ასოცირება თავიდან უნდა აიცილოს.
ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია პოლიტიკური ნებაც და ამ ფაქტორზე რუსეთი გავლენის მოხდენას ყველგან ცდილობს, მათ შორის, საქართველოშიც. რუსეთი ცდილობს მათი პოლიტიკური სისტემების მანიპულირებას და მათზე გავლენის მოპოვებას.
რუსეთი ამას არა მხოლოდ ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით აკეთებს, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებთანაც. ორმხრივ ურთიერთობებში კრემლი იმ ქვეყნებზე აქტიურად მუშაობს, რომლებიც ნატოს გაფართოებას ხმას აძლევენ და მათ არწმუნებს იმაში, რომ ეს არასწორი გზაა. მეორეს მხრივ კი რუსეთი ასპირანტ ქვეყნებს ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით ებრძვის და მათ წინსვლას აფერხებს.
დიახ ასეა. კონკრეტული მაგალითები რომ მოვიყვანოთ... საქართველო ცხადია უკვე დიდი ხანია რუსეთის ამ აქტივობების სამიზნეა. მაგრამ რომ ავიღოთ ბულგარეთი მაგალითად, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრია, იქ რუსეთის გავლენა უკიდურესად ღრმაა, პოლიტიკური, დიპლომატიური, ფინანსური, უსაფრთხოების სფეროში, სოციალურ თემებში. ისინი იქ არიან. რუსეთი ამ თამაშს ბულგარეთში, უნგრეთში და კიდევ სხვა ბევრ ქვეყანაში თამაშობს. საქართველო მარტი არ არის ამ მხრივ.
ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს აქვს თუ არა მნიშვნელობა ნატოში გასაწევრიანებლად? ჩვენ ზოგიერთი მოკავშირე ვახსენეთ, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი. ამ ქვეყნებში დემოკრატიული პრინციპების რყევა ხდება. ამის გათვალისწინებით, რამდენად მყარია ნატოში დემოკრატიისადმი ერთგულება?
დემოკკატიული პრინციპები ალიანსის უმთავრესი ღირებულებების. ნატო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია, რომელიც ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას და სხვა დასავლურ პრინციპებს ეფუძნება. ყოფილა შემთხვევები, როცა ნატოს ზოგიერთ წევრის გარკვეული ფუნქციები და პრივილეგიები შეზღუდულა მათ მიერ ალიანსის ზოგიერთ პრინციპის უხეშად დარღვევის გამო. ნატოს აქვს მექანიზმები წევრ ქვეყნებს აგრძნობინოს, რომ ისინი არასწორ გზას ადგანან.
ამავე დროს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ცივი ომის დროს უფრო ნაკლები დატვირთვა ჰქონდა, ვიდრეს დღეს. რუსეთი დღეს ნატოსთვის საფრთხეა, თუმცა არა ისეთი მასშტაბების, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. დღეს, ტექნოლოგიურმა განვითარებამ სამყარო უფრო მგრძნობიარე გახადა დემოკრატიის მიმართ. სოციალურ მედიის თუ სწრაფი კომუნიკაციის მეთოდების გამოყენებით, ინფორმაცია დემოკრატიული გადახვევების შესახებ უფრო ფართოდ ვრცელდება ამას კი შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს ქვეყნის რეპუტაციაზე. ასე რომ, კი, დღევანდელ სიტუაციაში ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობას შეუძლია იქონიოს გავლენა ნატოში მის გაწევრიანებაზე.
საქართველოში ბოლო რამდენიმე თვე დაძაბულად მიმდინარეობს. ივნისში რუსი დეპუტატის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის დღიდან დღემდე, ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციები არ წყდება. მთავრობას მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, შემდეგ მათ საარჩევნო სისტემის დაპირება მისცა და ბოლოს ეს დაპირება უკან წაიღო. ამან დემონსტრაციები ახალი ტალღა დაიწყო. თუ აკვირდებით ამ მოვლენებს, თქვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კლებულობს? და შეიძლება თუ არა ამ მიმდინარე მოვლენებმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს ხელი შეუშალოს?
საქართველოს საზოგადოება შინაგანად ევროპულია და უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის ნაწილი. ხალხს საბოლოო ჯამში ბოლო სიტყვა ექნება. საქართველო პატარა რუსეთი არ გახდება, მაგრამ ამისთვის საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა. ეს დასავლეთის გასაკეთებელი საქმე არაა. ხალხმა უნდა შეძლოს ის, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილი გახდეს და არა ბატონი პუტინის ევრაზიის კლუბის წევრი.
მეორე კითხვაზე პასუხი არის -- კი, ეს შეიძლება მოხდეს. საქართველოს შემთხვევაში რუსეთის მიერ „ელიტის მიტაცების“ პოლიტიკა მუშაობს. საქართველო რეგიონში სამაგალითო დემოკრატიად მიჩნევა და ამაზე საპასუხოდ ალიანსი სულ იმეორებს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. სტოლტენბერგმა ეს სექტემბერშიც გაიმეორა, რაც ვფიქრობ ნატოს ზოგიერთი არსებული მითის დანგრევაში დაეხმარება. მაგალითად, ერთ იმისა, რომ თუ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას რუსეთი აწარმოებს, ეს ამ ქვეყანას ავტომატურად ჩამოართმევს ნატოში შესვლის უფლებას. გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ქვეყანაში კონფლიქტის გაღვივებით და მეზობლების ტერიტორიებით ოკუპაციით ნატოს გაფართოების შეჩერება ადვილი არ იქნება.
სამწუხაროდ, ადგილობრივ დონეზე საქართველოში ვითარება უფრო კომპლექსურია და თქვენ სწორედ ამაზე მეკითხებით. თუ რუსეთმა ის მოახერხა, რომ საქართველოს მოსახლეობა დასავლეთის წინააღმდეგ შეატრიალა და მათ აფიქრებინა, რომ არ სჭირდებათ ნატო და ევროკავშირი, ეს დიდი დარტყმა იქნება საქართველოს ევროპაში დაბრუნებისთვის. ამით ქართული ოცნება „რუსულ კოშმარად“ იქცევა. რუსეთი და მანამდე საბჭოთა კავშირი ამ მეთოდებს ხშირად იყენებდა ქვეყნებში ანტი-დასავლური ნარატივების გასავრცელებლად.
რუსული კოშმარი საქართველოსთვის...
დიახ, ის, რომ მთავრობა მზად იყო მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინა ცუდზე მიანიშნებს. ეს ხდება რუსეთში, ხდებოდა იანუკოვიჩის უკრაინაში. ეს ხდება რუსეთი მიერ კონტროლირებულ „ევრაზიის კლუბში.“ საქართველო ამ კლუბის წევრი არ არის და მასთან ასოცირება თავიდან უნდა აიცილოს.
თქვენ ახსენეთ ელიტის მიტაცება. რას ნიშნავს ეს და რას გულისხმობთ როცა ამ კონტექსტში საქართველოზე საუბრობთ?
პირველ რიგში, ელიტის მიტაცება კორუფციას ნიშნავს. ასეთ შემთხვევებში რუსეთი ქვეყნის ელიტის გადაბირებას ახერხებს. ელიტებს კი რუსეთთან ურთიერთობა ურჩევნია ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობას. დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა იმას ნიშნავს, რომ მმართველ ელიტას ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობის დაცვა და ყველა სხვა სახის იურიდიულ თუ სოციალური შეზღუდვებზე დამორჩილება უწევს. რუსული მოდელი კი იმას ნიშნავს, რომ ელიტა ხელშეუხებელია. ევრაზიულ მოდელში ელიტა არა მხოლოდ ხელშეუხებელია, არამედ მოსახლეობას საერთოდ მოწყვეტილია და ცხადია, არც არანაირ ანგარიშვალდებულებას გრძნობს. ელიტებისთვის ეს მოდელი იმიტომაცაა მიმზიდველი და ეს არა მხოლოდ რუსეთის სამეზობლოში, არამედ ევროპაშიც ხდება.
თუ ელიტის წევრი ხარ და რუსეთთან თანამშრომლობ, დიდი ბონუსი გექნება, მაგრამ თუ დასავლეთთან თანამშრომლობ, ვიღაცა ყოველთვის შეგამოწმებს, ვიღაცა ყოველთვის მოგთხოვს კანონის უზენაესობის დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას და ბუნებრივია, ხელისუფლების არჩევნების წესით შეცვლასაც. თუ რუსეთის ერთგული ხარ, რუსეთს ეს პირობები არასოდეს აქვს, შეგიძლია ხელისუფლება იმდენი ხნით შეინარჩუნო, რამდენითაც შეძლებ.
თქვენი აზრით, სამართლიანია იმის თქმა, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის?
არა. მე მჯერა იმის, რომ საქართველოს საზოგადოება შინაგანად ევროპულია და უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის ნაწილი. ხალხს საბოლოო ჯამში ბოლო სიტყვა ექნება. საქართველო პატარა რუსეთი არ გახდება, მაგრამ ამისთვის საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა. ეს დასავლეთის გასაკეთებელი საქმე არაა. ხალხმა უნდა შეძლოს ის, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილი გახდეს და არა ბატონი პუტინის ევრაზიის კლუბის წევრი.
Facebook Forum