ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მათგან, ვინც პროპორციული არჩევნების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, 87 % ამბობს, რომ მომდევნო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას ემხრობა. ამავე შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის 44% ხმას ოპოზიციურ ძალას მისცემდა, ხოლო 26% - „ქართულ ოცნებას“; მოსახლეობის 30%-ს კი არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემდა ხმას; ქვეყნის მოსახლეობის 90% აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამასთან გამოკითხულთა 77% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის შედეგების შესახებ „ამერიკის ხმას“ „ედისონ რისერჩის“ ვიცე-პრეზიდენტი, ნინო ჯაფარიძე ესაუბრა:
- რა იყო თქვენთვის ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ამ კვლევის უმთავრესი მიგნება?
ძალიან გამიჭირდება, რომ მხოლოდ ერთ ფაქტორზე ვისაუბრო. იყო ძალიან ბევრი საინტერესო აღმოჩენა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე დასმული კითხვები და ძალიან მდიდარია მასალა, რომელზეც შეიძლება გესაუბროთ. საქართველოში ყოფნისას ვიგრძენი, რამდენად დინამიურია საქართველოს პოლიტიკური, წინასაარჩევნო გარემო და მოსახლეობის ჩართულობა. პოლიტიკური მუხტიდან, გარემოდან და პროტესტიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ მიესალმება პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.
მოსახლეობამ იცოდა, რომ კანონპროექტი შესული იყო პარლამენტში, მის არსს ძალიან კარგად იგებს მოსახლეობა და ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა ეს ცვლილება ჩააგდო. მოსახლეობის უმეტესობა, ანუ იმათი 87 %, ვინც ამ შეკითხვას პასუხი გასცა ან იცოდა ცვლილებების შესახებ, ამბობს, რომ ამ ცვლილებას ემხრობა. გამოკითხული იყო 2000 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით. ემხრობიან, რომ იყოს პროპორციული არჩევნები და ნულოვანი ბარიერი. 80 %-მა იცოდა ამ ცვლილებების შესახებ. და თუ მთლიანად, 2000 ადამიანიდან დავითვლით პროცენტულ წილს, ცვლილებების მომხრე 68 % იყო.
- იყო თუ არა კვლევაში იმგვარი კითხვები, რაც აჩვენებდა მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის მიზეზს ან იმას თუ რამდენად ზუსტად ესმის რესპონდენტს მისი მნიშვნელობა თუ საჭიროება? ზოგიერთი შეხედულებით, მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა საკმარისად კარგად არ ესმოდეს ამ სისტემების უპირატესობისა და ნაკლოვანებების შესახებ.
დამატებითი კითხვები ამჯერად კითხვარში არ შესულა. კვლევა ეხებოდა ძალიან ბევრ საკითხს. მთლიანობაში (ამ კონტრაქტის ფარგლებში) 6 კვლევა ჩატარდება, არჩევნების დღეს კი - ეგზიტპოლი. ის 3 კითხვა, რომელიც პროპორციულ სისტემას ეხებოდა, ჩვენ კვლევის საველე პერიოდის მესამე დღეს დავამატეთ. თუ ეს საკითხი აქტუალური და მწვავე დარჩება, მოგვეცემა მომავალში შესაძლებლობა, რომ ჩავუღრმავდეთ.
მთავარი ისაა, რომ ჩვენი შედეგები სწორი იყო, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, მეცნიერული ხერხით, იყო მეორე ტური და როგორც გახსოვთ, ეგზიტპოლის შედეგებმაც იგივე შედეგი დადო, რაც რეალურად მოხდა არჩევნების დღეს (ცესკოს ციფრებით).
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი სრულწლოვანი რესპონდენტები 12- 23 ნოემბრის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხნენ. საჯონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში კენჭისყრისას 14 ნოემბერს ჩავარდა. 95%-იანი სანდოობის დონისთვის კვლევის შესაძლო ცდომილება 2.2%-ია.
თუმცა, დავფიქრდეთ, რამდენი არჩევნებისას მისცა საქართველოს მოსახლეობამ ხმა შერეული წესით. ვფიქრობ, რომ იმის თქმა, თითქოს ხალხს არ ესმის, რას უწერს მხარს, არის აბსურდი და მოქალაქის დამცირება. წინა ხელისუფლების მმართველობის დასაწყისში გვესმოდა, რომ ყოველი მოქალაქე მნიშვნელოვანია და ა.შ. მოგვიანებით კი დაიწყო ხალხზე საუბარი ისე, რომ მათ არ ესმით ამა თუ იმ რეფორმის მნიშვნელობა და ა.შ. ვფიქრობ “ოცნების” ხელისუფლებაც იმავე შეცდომას უშვებს.
- ჩვენ მოვისმინეთ ამ შედეგების განსხვავებული ინტერპრეტაციები და ვინ რა წაიკითხა ამ შედეგებში. ერთ-ერთი გათვლა იყო იმგვარი, თუ რამდენ მანდატს მიიღებს მთავრობა და ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა. რა გვაძლევს იმის საფუძველს, ან გვაქვს თუ არა საერთოდ საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს, დღეს „გადაუწყვეტელი“ ამომრჩეველი ან მისი ნაწილი არ არის ხელისუფლების ამომრჩეველი?
ვიტყოდი, რომ ძალიან ნაადრევია ასეთი დასკვნების გამოტანა, რადგან არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა. ვიცით, რომ გამოკითხულთა 30 %, და რადგან კვლევა იყო რეპრეზენტატული მთელი ქვეყნის მასშტაბით - 18 წელზე ზემოთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა შორის - ანუ ამომრჩევლის 30 %-მა არ უპასუხა კითხვას, თუ რომელ პარტიას მისცემდა ხმას - ან არ მოისურვეს თქმა ან თქვეს, რომ არ არიან ჩამოყალიბებულნი.
ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა იყოს უფრო მაღალი. მაღელვებს ის სურათი, რასაც ვხედავთ: რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა და არ ენდობა თავისივე ქვეყნის უმთავრეს ინსტიტუტებს. როგორც პარლამენტს, ისე პრემიერს, პრეზიდენტს. ეს მიუთითებს უკმაყოფილების ძალიან დიდ მაჩვენებელზე და ცვლილებების აუცილებლობაზე.
ჩვენი კვლევა კონფიდენციალური იყო, ადამიანს შეეძლო, რომ ყველა იმ კითხვაზე, სადაც მის აზრზე, არჩევანზე იყო საუბარი, თავად მოენიშნა პასუხი, თუ რა აზრისაა, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. ამიტომაა რომ შედარებით ნაკლებია პროცენტი ადამიანებისა, რომლებმაც არ გამოხატეს ღიად თავისი აზრი. არჩევნებამდე დიდი დროა, პარტიებისთვის ახლა იწყება წინასაარჩევნო კამპანია და სხვა ყველაფერი.
კვლევის ერთ-ერთი შედეგი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ისაა, რომ კითხვაზე, რას ეფუძნება პოლიტიკური პარტიის მიმართ მხარდაჭერა, ამომრჩევლები ამბობდნენ, რომ პარტიის პროგრამაა უმნიშვნელოვანესი. 38-39 % იყო ასეთი, შემდეგ მოდის მნიშვნელობით - პარტიის ლიდერი და შემდეგ იდეოლოგია. ანუ წარმოიდგინეთ, პარტიის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამომრჩევლისთვის. ვნახოთ რას მოიმოქმედებენ პარტიები, შეინარჩუნებენ ამ მხარდაჭერას, გაზრდიან თუ რა მოხდება. შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გამო დაკარგონ კიდეც მხარდაჭერა. სტაბილური ახლა არაფერია და ძალიან დინამიური პერიოდია.
გადაუწყვეტელი ამომრჩევლის შესახებაც ხშირად განსხვავებულ ინტერპრეტაციას ახდენს ხელისუფლება და ოპოზიცია, განსხვავებულ დასკვნებს აკეთებენ და აფუძნებენ ამ ციფრებს, არის თუ არა გადაუწყევეტელი ამომრჩევლის ეს ციფრი მაღალი და რას ამბობს ეს პოლიტიკურ პროცესზე?
კვლევის ასეთი შედეგები რომ არჩევნებამდე 3 დღით ადრე იდებოდეს, ვიტყოდით, რომ ნამდვილად ძნელი განსასაზღვრია, რა მოხდება არჩევნებზე. რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, წესით უფრო ჩამოყალიბებული უნდა იყოს ამომრჩეველი, თუ რა თქმა უნდა ამის საბაბს პარტიების პროგრამა და მათი წინასაარჩევნო კამპანია მისცემს. იმას კი, თუ რა მოხდება არჩევნების დღეს, ეგზიტპოლის საშუალებით გავიგებთ. ესაა ყველაზე სწრაფი და კორექტული გზა გავიგოთ, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
თქვენ მიმართ არაერთხელ ყოფილა კრიტიკა, მათ შორის გია ვოლსკის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის მხრიდან. განსაკუთრებით კი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ. როგორია თქვენი პასუხი ამ კრიტიკაზე? როგორ იხსნება ის ზოგიერთი განსხვავება კვლევასა და რეალურ შედეგებს შორის?
მაშინ კვლევას "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ვაკეთებდით. შედეგები აჩვენებდა, რომ იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი, პრეზიდენტი არ იქნებოდ არჩეული ოქტომბრის თვეში და ეს, რა თქმა უნდა, გახდა საბაბი იმ კრიტიკისა. თავად "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევები, უჩვენებდა, რომ იქნებოდა ერთი რაუნდი, რომელშიც გაიმარჯვებდა სალომე ზურაბიშვილი. ჩვენი კვლევებით კი, სამიდან არც ერთ უმთავრეს კანდიდატს, არც ზურაბიშვილს, არც ვაშაძეს და არც ბაქრაძეს არ ექნებოდათ პირველ ტურშივე გამარჯვების საშუალება. ეს იყო კრიტიკის და "ედისონის" რეპუტაციის შერყევის მცდელობის საფუძველი.
ეს ბუნებრივიც არის, მე მესმის, რატომ გადადგეს ეს ნაბიჯები. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა რომ პირადზე არ გადასულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის.
მინდა მოვუწოდო პოლიტიკური პარტიების მთელი სპექტრის წარმომადგენლებს, რომ მიაქციონ ყურადღება მოსახლეობის აზრს და ჩვენს მონაცემებს. არჩევნებამდე დრო ჯერ კიდევ ნამდვილად არის და ყველას ამოცანა უნდა იყოს რომ საქართველოს მოსახლეობამ მათი მხარდაჭერა და ნდობა დაიმსახუროს.
მთავარი ისაა, რომ ჩვენი შედეგები სწორი იყო, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, მეცნიერული ხერხით, იყო მეორე ტური და როგორც გახსოვთ, ეგზიტპოლის შედეგებმაც იგივე შედეგი დადო, რაც რეალურად მოხდა არჩევნების დღეს (ცესკოს ციფრებით).
მათ კრიტიკაზე ჩვენი პასუხი არის საბოლოო შედეგები და იმედი მაქვს, რომ რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ 2018 წელს, კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ როგორც პროფესიონალებმა. იმედი მაქვს, რომ ამჯერად ასეთი უაზრო კრიტიკა არ იქნება და ყველა მოიქცევა, როგორც პროფესიონალი. ჩვენ ასე მოვიქცევით რა თქმა უნდა.
როგორ არის დაცული კვლევის პროცესი და მისი შედეგები? ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ შარშანდელი კვლევის მიკერძოებულობაზე, უწოდებდნენ მას „გვარამიას მანიპულაციებს“ და ა.შ. შეგვიძლია ავხსნათ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და რა იძლევა იმის გარანტიას, რომ კვლევის შედეგები არის ნამდვილი, განწყობებისა და პასუხების შესაბამისი, და არ ასახავს დამკვეთის შესაძლო განწყობასა თუ ინტერესებს, არ არის მისი გავლენის ქვეშ?
"ედისონი" არასდროს დადებს ხელშეკრულებას ისეთ ორგანიზაციასთან, კლიენტთან, რომელიც აპირებს "ედისონის" საქმიანობაზე ზემოქმედებას. ვთანამშრომლობთ მხოლოდ და მხოლოდ იმ კომპანიებთან და მედია ჯგუფებთან, რომელთათვისაც მთავარი არის პროფესიონალიზმი. ჩვენგან ესაა "ფორმულა TV-ის" დაკვეთა, რომ ედისონმა გააგრძელოს თავისი პროფესიონალიზმი და ეს მნიშვნელოვანია მათთვის, რადგანაც გრძნობენ, რამდენად აუცილებელია საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ხშირი ინფორმაცია თუ როგორ ვითარება მოვლენები, რა არის საზოგადოებრივი დაკვეთა, ღელვა, წუხილი, აზრები სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ეს უნდა ვაჩვენოთ მოსახლეობას ჩვენი საქმიანობით.
აუცილებელია ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, კვლევის საქმიანობის ყველა ეტაპზე, დიზაინის შექმნის, მონაცემების ბაზის გადამუშავების და მიწოდების დროსაც, სოციოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერებების ეთიკა იყოს დაცული უმაღლესი სტანდარტით. აქ ჩადებულია მრავალი პარალელური პროცესი, კითხვის ფორმულირებიდან დაწყებული. კითხვა შეიძლება ისე დასვა, რომ მიიღო ისეთი პასუხი, რომელიც „დამკვეთს“ აინტერესებს. ჩვენ შემთხვევაში დამკვეთს აინტერესებს შევიტყოთ რეალური სურათი, "ედისონს" აინტერესებს, შევიტყოთ რეალური სურათი, აქედან გამომდინარე, არასდროს დავსვამთ კითხვას ისე, რომ ვუბიძგოთ რესპონდენტსა და ამომრჩეველს კონკრეტული პასუხისკენ. გარდა ამისა, ადამიანებს აქვთ უფლება და ინტერვიუერები სთხოვენ კიდეც მათ, თავად მონიშნონ პასუხები, რათა ეს იყოს კონფიდენციალური.
პოლიტიკური პროცესის მიმართ ინტერესი საქართველოში ძალიან დიდია, არჩევნებზე ძალიან ბევრი აპირებს მისვლას. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც პასიურები არიან, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა. კვლევიდან ჩანს, რომ მოსახლეობა ხედავს თუ რა არის პრობლმური და არ აპირებს შორიდან ამის ყურებას. იგი მომხრეა ცვლილებების.
მე ვაკონტროლებ ველის ხარისხს, ვრეკავთ, მივდივართ ოჯახებში და ვარკვევთ ნამდვილად გამოკითხეს თუ არა ადამიანები, გამოკითხეს თუ არა ზუსტად ის პიროვნება, რომელიც შემთხვევითი შერჩევით უნდა გამოკითხულიყო და ა.შ.
მინიმუმ კიდევ 10 000 ადამიანს გავესაუბრებით და ყველას ვუხდი მადლობას . კვლევებში მონაწილეობისას გაქვს საშუალება მიაწოდო მსოფლიოსა და საქართველოს შენი გულისტკივილი და აზრი. თუკი პოლიტიკოსები გაეცნობიან ამ აზრს, განიხილავენ და პროგრამების შექმნის დროს განიხილავენ და უკეთ ეცოდინებათ თავისი მოქალაქეების გულისტკივილი, ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიული განივთარებისთვის. ამაში "ედისონს" ეს პატარა წვლილი შეაქვს "ფორმულას" დაკვეთის შედეგად.
სხვა რა მიგნებები იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა იყოს უფრო მაღალი. მაღელვებს ის სურათი, რასაც ვხედავთ: რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა და არ ენდობა თავისივე ქვეყნის უმთავრეს ინსტიტუტებს. როგორც პარლამენტს, ისე პრემიერს, პრეზიდენტს. ეს მიუთითებს უკმაყოფილების ძალიან დიდ მაჩვენებელზე და ცვლილებების აუცილებლობაზე. (კვლევა: ყველაზე მეტად გამოკითხულთა 87 % ენდობა ჯარს, შემდეგ მოდის ეკლესია 86 %-ით, 68 % ქართულ პოლიციას ენდობა, 67 % კი ენდობა ქართულ მედიას. არასამთავრობოებს - 49 %. ბოლო ადგილებზე კი ნოდბის თვალსაზრისით - 34 და 32 % ებით არიან ქართული პოლიტიკური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი.)
კვლევისას ვიკითხეთ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა პრეზიდენტის საქმიანობის შესახებაც. ყველაზე უფრო უარყოფითი შეფასება დღევანდელი პრეზიდენტის მიმართ იყო, ყველაზე დადებითი კი - გამსახურდიას მიმართ.
საინტერესო იყო ცხადია იმ პრობლემების შესახებ პასუხებიც, რაც აღელვებს მოსახლეობას. ეს ძირითადად ეკონომიკური საკითხებია. უმეტესობას, 61 %-ს უმთავრეს პრობლემად უმუშევრობა მიაჩნია. 53%-ს სიღარიბე, 38 %-ს - ფასთა ზრდა. შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და შემდეგ, 19 % ნარკომოხმარების საკითხს აყენებს. 77 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ასე იყო შარშანაც. გაყინულები ვართ, ჭაობში ვართ, არის ძალიან დიდი მუხტი უკმაყოფილებისა და ეს არა მარტო ქვეყნის მიმართულებას ეხება, არამედ როდესაც ვეკითხებით მომავლის შესახებ, აქაც ძალიან დიდი ნეგატიური მუხტია.
საქართველოში დღეს არის ბევრი პრობლემა, ხალხმა იცის სად არის მტკივნეული მომენტები და რა არის მოსაგვარებელი. პოლიტიკური პროცესის მიმართ კი ინტერესი არის ძალიან დიდი, არჩევნებზე ძალიან ბევრი აპირებს მისვლას. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც პასიურები არიან, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა. არის ქვეყნები, სადაც მართლა ნიჰილიზმითაა მოცული მოსახლეობა. როცა რთულია მდგომარეობა, იკეტები საკუთარ თავში, დეპრესიული ხდები, ჩვენი კვლევიდან გამომდინარე კი ჩანს ის, რომ მოსახლეობა ხედავს თუ რა არის პრობლმური და არ აპირებს შორიდან ამის ყურებას. იგი მომხრეა ცვლილებების. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა საქართველოში, ჩავატაროთ დამატებითი კვლევები და ვნახოთ თუ წინასაარჩევნო პერიოდში როგორ შეიცვლება მდგომარეობა.
რა არის ის მთავარი გზავნილები, რაც ამ კვლევის შედეგებიდან როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ლიდერებმა უნდა დაინახონ?
იმედი მაქვს, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველას ესმის, რომ ჩვენს კვლევას უნდა ენდოს. ამ კვლევის მონაცემებს უნდა შეხედონ, როგორც მასალას, რომელზეც უნდა იმუშაონ. დაფიქრდნენ და იმუშაონ. სამუშაო ნამდვილად ძალიან ბევრია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ "ფორმულას" ეთერში ამ მონაცემების გარშემო უკვე იყო მსჯელობა და დარწმუნებული ვარ ამ გადაცემებით ეს არ დამთავრდება.
მინდა მოვუწოდო პოლიტიკური პარტიების მთელი სპექტრის წარმომადგენლებს, რომ მიაქციონ ყურადღება მოსახლეობის აზრს და ჩვენს მონაცემებს. არჩევნებამდე დრო ჯერ კიდევ ნამდვილად არის და ყველას ამოცანა უნდა იყოს რომ საქართველოს მოსახლეობამ მათი მხარდაჭერა და ნდობა დაიმსახუროს.
ახალი პარლამენტის პირობებში კი როდესაც "ედისონი" დაბრუნდება საქართველოში, მსურს, რომ ინსტიტუტების მიმართ ნდობა უფრო მეტი იყოს.
Facebook Forum