ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენტონი ბლინკემა მსოფლიოს გარშემო გამორჩეული ქალები დააჯილდოვა 


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, მსოფლიოს გარშემო გამორჩეული ქალები დააჯილდოვა. ონლაინ ღონისძიებას ესწრებოდა ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი.

პირველმა ლედიმ ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

„დღეს ქალთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ ყველა ვზეიმობთ ქალების გამძლეობასა და გამბედაობას,“_ წერს ჯილ ბაიდენი.

რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალზე ათობით ქალი დაჯილდოვდა, მათ შოის კი იყო 7 აქტივისტი ქალი ავღანეთიდან, რომლებმაც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის თავი გაწირეს. ისინი აქტივიზმის გამო მოკლეს.

დღესვე ჯილდო გადაეცა ბელარუსელ პოლიტიკოსს და აქტივისტ მარია კალესნიკოვას, ქალს, რომელიც თვეებია იბრძვის ადამიანის უფლებებისა და არჩევნებისთვის, ასევე პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ. კალესნიკოვა 2020 წლის მიწურულს ბელარუსში დააკავეს. დაჯილდოებულთა შორის არიან ქალები ირანიდან, ვენესუელადან, თურქეთიდან და კიდევ 6 სხვა ქვეყნიდან.

ბოლო 15 წლის მანძილზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა სულ ჯამში 155 ქალი 75-ზე მეტი ქვეყნიდან დააჯილდოვა, ჯილდო გადაეცემათ ქალებს რომლებმაც, განსაკუთრებული გამბედაობა გამოავლინეს მშვიდობის, სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში, ხშირად დიდი რისკისა და მსხვერპლის გათვალისწინებით.

პანდემიიდან გამომდინარე, წელს ღონისძიება ონლაინ სივრცეში მიმდინარეობს და მისი პირდაპირი ტრანსლირება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG