ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ინდოეთის პრემიერ მინისტრს შეხვდება


ინდოეთში ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინდოელ კოლეგას ჰამიდ ანსარის შეხვდა

დიპლომატიურ კავშირებზე და ვაჭრობის საკითხებზე აქცენტირებული ვიზიტისას, ინდოეთში ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინდოელ კოლეგას ჰამიდ ანსარის შეხვდა.

შეხვედრა დელიში გაიმართა, სადაც ბატონი ბაიდენი ინდოეთის პრემიერ მინისტრს მანმოჰან სინგს შეხვდება.

ამერიკელი ლიდერი ასევე შეეცდება ინდოელი პარტნიორების შეშფოთებას უპასუხოს ავღანეთიდან ამერიკული ძალების გასვლის შემდეგ მოსალოდნელი სიტუაციის გამო. მხარეები ასევე განიხილავენ ამერიკის კონგრესში შესულ წინადადებებს, რომლის ძალითაც პოტენციურად შესაძლოა მაღალკვალიფიცირებული უცხოელებისთვის ვიზების გაცემა შემცირდეს.
XS
SM
MD
LG