ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთმა ანტი-სატელიტური რაკეტა წარმატებით გამოსცადა


ინდოეთი აცხადებს, რომ წარმატებით გამოსცადა ახალი კოსმოსური რაკეტა, რაც ქვეყნის კოსმოსის პროგრამის განვითარების თვალსაზრისით წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

პრემიერ-მინისტრმა ნერენდრა მოდიმ ოთხშაბათს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ახალმა რაკეტამ გაანადგურა სატელიტი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროდან 300 კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა. სატელიტის განადგურების მისია 3 წუთს გაგრძელდა. მოდიმ თქვა, რომ ინდოეთმა საკუთარი ადგილი დაიკავა ამერიკის, კანადისა და რუსეთის გვერდით, როგორც კოსმოსურმა ძალამ.

მოდის განცხადებით, ოთხშაბათს განხორციელებული ტესტით ინდოეთმა არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ დაარღვია და ეს ნაბიჯი ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე გადადგა

Facebook Forum

XS
SM
MD
LG