ისრაელში მოკლული, "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი შირენ აბუ ახლეს საქმის გამოძიებაზე ისრაელი და პალესტინა კვლავ დაობენ. თუმცა, დავის პარალელურად, საკუთარი, დამოუკიდებელი გამოძიება უკვე ჩაატარა რამდენიმე ჯგუფმა. მათგან ერთ-ერთი ამბობს, რომ გამოძიების თანახმად, არსებობენ პალესტინელი მოწმეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტი ისრაელის მხრიდან გასროლილი ტყვიით მოკვდა.
ამ გამოძიების შედეგებმა, შესაძლოა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო საზოგადოების აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინაა "ალ-ჯაზირას" ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. პალესტინა-ისრაელს შორის არსებულმა კონფლიქტმა ამ კონკრეტული საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, ისრაელი უკვე ჩააყენა თავის მართლების პოზიციაში.
აბუ ახლე, პალესტინურ-ამერიკული წარმოშობის ჟურნალისტი 25-წლიანი გამოცდილებით, გასულ ოთხშაბათს მაშინ მოკლეს, როდესაც ის ისრაელის სამხედროების რეიდს აშუქებდა. აბუ ახლე არაბულ სამყაროში ძალიან ცნობილი ჟურნალისტი იყო. ის წლების განმავლობაში აშუქებდა პალესტინელების რთულ ყოფას.
ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თქვა, რომ აბუ ახლეს ოჯახის წევრებს ესაუბრა და მათ პირადად მიუსამძიმრა ქალის გარდაცვალება. ბლინკემა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივი და სანდო გამოძიება იმისა, თუ ვინაა ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებული.