ინდოეთის სამხრეთში მდებარე კერალას შტატში ოთხშაბათს საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა მას შემდეგ, რაც ორი ქალი ჰინდუ სალოცავში შევიდა. ინდუიზმის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად, სიმწიფის ასაკის შემდეგ, ქალებს ზოგიერთ წმინდა ტაძარში შესვლა ეკრძალებათ.
ოთხშაბათს, გამთენიისას, შავებში შემოსილი ორი ქალი საბარიმალას ტაძარში შევიდა და ილოცა, რასაც მოგვიანებით შტატის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა.
პოლიციამ აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემსადენი გაზი გამოიყენა.
ინდუიზმი სიმწიფის ასაკში მყოფ ქალებს უწმინდურებად მიიჩნევს და მათ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობას უკრძალავს. 2018 წლის სექტემბერში, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ქალების მიმართ არსებული ეს შეზღუდვა უკანონოდ სცნო. კერალაში მაშინაც საპროტესტო დემონსტრაციების ტალღა მოეწყო.
დღევანდელი ინციდენტის შემდეგ, კერალას მმართველმა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიცია ყველას დაიცავს, ვისაც საბარიმალას ტაძარში შესვლა და ლოცვა მოუნდება.
Facebook Forum