ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმიგრაციის რეგულირება პრიორიტეტული ხდება


კანონდაცვით ორგანიზაციებთან შედარებით იმიგრაციის სააგენტოები 3 მილიარდით მეტ სუბსიდირებას იღებენ

შეერთებულ შტატებში იმიგრირების რეგულირების საკითხებზე გამოცემული ახალი ანგარიში ადასტურებს, რომ ამერიკის მთავრობა კრიმინალთან ბრძოლაში ერთ-ერთ პრიორიტეტად ქვეყნის საზღვრების დაცვას და იმიგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტად დასახვას მიიჩნევს.

ვაშინგტონში დაარსებულმა მიგრაციის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტმა, რომელიც უპარტიო ორგანიზაციად ითვლება, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის პოლიტიკა შეისწავლა. მათი განცხადებით, ბოლო წელს იმიგრაციის სააგენტოების სუბსიდირება მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, შარშან მათთვის 18 მილიარდი დოლარი გამოიყო, რაც 3 მილიარდით აღემატება ქვეყნის ყველა კანონდაცვითი ორგანიზაციის დაფინანსების ჯამს. 1986 წელთან შედარებით ეს ფაქტი პრიორიტეტების რადიკალურ ცვლაზე მიუთითებს, რადგან მაშინ სხვა დანარჩენ ორგანიზაციებზე გაცემული თანხა იმიგრაციის სააგენტოების სუბსიდირებას რამდენჯერმე აღემატებოდა.
XS
SM
MD
LG