ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს $200 მილიონს გამოუყოფს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს ეკონომიკის რეფორმირების მორიგი ფაზა განიხილა და საქართველოს ბიუჯეტში კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ფისკალური საჭიროებების შესავსებად 200 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა.

ფონდის განცხადებით, პანდემიას საქართველოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა ექნება, რაც ბოლო წლებში მიმდინარე ეკონომიკის პოზიტიურ ტრაექტორიას შეაჩერებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაკროეკონომიკური სტაბილობისთვის ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ჯანდაცვაზე დანახარჯების გასაზრდელად, სოციალური დახმარების და შოკში მყოფი ბიზნესების მხარდასაჭერად.

ამ პროგრამით საქართველოსთვის გაწეულმა დახმარებამ უკვე შეადგინა 448 დოლარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG