პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. ქვეყანა ცდილობს ეკონომიკური უკუსვლა შეაჩეროს. ამისთვის საქართველოს მთავრობამ 3.5 მილიარდი ლარის დახმარების პაკეტი წარადგინა. გამოყოფილი თანხის მიზანი ეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილიზაციაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით ბიზნესის და ეკონომიკის მხარდასაჭერად 2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყო. 1 მილიარდი ლარი კი სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოიცემა. ამასთან, ჯანდაცვის სფეროს 350 მილიონი ლარი მოხმარდება.
გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის ეკონომიკა 4 პროცენტით შემცირდება, ბიუჯეტში შემოსავლები კი 1.8 მილიარდი ლარით დაიკლებს.
ამასთან საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქართული ეკონომიკის დასახმარებლად ჯამში 3 მილიარდი დოლარს გამოყოფენ.
თუმცა მთავრობის გეგმას, საქართველოს ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ. მათი თქმის, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ იქნება საკმარისი კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტების შესამცირებლად და მოსახლეობის დასახმარებლად. მათი თქმით ასევე მნიშვნელოვანია გადაუდებელი საერთაშორისო დახმარების მიღება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეიდან 21 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება. დახურულია რესტორნები, კაფეები და მაღაზიების უმეტესობა. ქვეყანაში აკრძალულია 3 ადამიანზე მეტი შეკრება. ღია რჩება სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები.
24 აპრილს გიორგი გახარიამ 6 პუნქტიანი გეგმა წარადგინა იმის შესახებ თუ როდის მოიხსნება შეზღუდვები. თითოეული ეტაპი 2 კვირიანი იქნება და შემდეგ ეტაპზე ქვეყანა არსებული ვითარების შესაბამისად გადავა. მეექვსე პუნქტი ყველა შეზღუდვის მოხსნას ითვალისწინებს.
საქართველოში კორონავირუსი საქართველოს 566 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 6 ადამიანი.
Facebook Forum