ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი პროგრამა არალეგალი იმიგრანტებისთვის


ეს პროგრამა 2015 წლის პირველი აპრილიდან უნდა შევიდეს ძალაში

შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით, მეწარმეები და პროფკავშირები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უცხოელი არალეგალი მუშებისთვის სპეციალური პროგრამის შექმნა, რომელიც 11 მილიონი იმიგრანტისთვის ამერიკის მოქალაქის სტატუსის მიღებას შეუწყობს ხელს.

ეს პროგრამა 2015 წლის პირველი აპრილიდან უნდა შევიდეს ძალაში. პირველი წლის განმავლობაში 20 000 ვიზა გაიცემა, შემდეგ კი ეს რაოდენობა ყოველწლიურად 200 000-მდე გაიზრდება.

შეერთებულ შტატებში არალეგალი იმიგრანტებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა უმუშევრობის დონეზე, ახალ სამუშაო ადგილებზე და ბაზრის მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG