უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ქვეყნის პარლამენტი შევედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიკიფაციას 2023 წლის დასაწყისში მოახდენს.
პრეს-კონფერენციაზე, რომელიც სლოვაკეთში მიმდინარეობდა, ორბანმა თქვა, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს ფინეთისა და შევედეთის ნატოში გაწევრიანებას და ეს პარლამენტის განრიგში, ახალი წლის დაგდომისთანავე ჩაჯდება.
„უნგრეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს მათ გაწევრიანებას, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მხარდაჭერა გამოხატა, ამას პარლამენტიც გააკეთებს“, - თქვა ორბანმა. უნგრეთის პარლამენტი, როგორც წესი, თებერვლის შუა რიცხვებში იკრიბება.
ნატოს წევრი ქვეყნებიდან, მხოლოდ უნგრეთი და თურქეთია ისეთი, რომლებმაც საკანონმდებლო დონეზე, ჯერ მხარი არ დაუჭირეს ფინეთისა და შევედეთის სამხედრო ბლოკში გაერთიანებას.