ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუქარესტში დაგეგმილ ნატოს მინისტერიალზე საქართველოცაა მიწვეული


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, თუ ომს რუსეთი მოიგებს. მისივე განცხადებით, ალიანსი კიევის დახმარებასა და მხარდაჭერაში, უკან არ დაიხევს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომისა და კიევისადმი მხარდაჭერის საკითხებს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები 29-30 ნოემბერს, ბუქარესტში განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის, ასევე იქნება ნატოს სხვა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა, მდგრადობის გაძლიერების კუთხით და ჩინეთის მიერ შექმნილი გამოწვევები.

შეხვედრის წინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“. „ჩვენ უკან არ დავიხევთ“ - ამბობს სტოლტენბერგი და დასძენს, რომ უკრაინის მხარდაჭერა, ალიანსის უსაფრთხოების ინტერესებშია. "არ შეიძლება იყოს ხანგრძლივი მშვიდობა, თუ აგრესორი გაიმარჯვებს" - აცხადებს სტოლტენბერგი.

უკრაინის გადაუდებლად აუცილებელ საჭიროებებს, ალიანსის წევრი საგარეო სამქეთა მინისტრები, ბუქარესტში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განიხილავენ.

ნატოს ცნობით, ბუქარესტში დაგეგმილ მინისტერიალში, ასევე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები.

სამი ქვეყანა, „რუსეთის ზეწოლის განსხვავებული ფორმების წინაშე დგას, ამიტომ ჩვენ შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ, დაიცვან დამოუკიდებლობა და გააძლიერონ საკუთარი თავდაცვის უნარები“ - აცხადებს სტოლტენბერგი.

XS
SM
MD
LG