ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუმან რაითს ვოჩი" ლიბიაში ნატოს ოპერაციას აფასებს


საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰუმან რაითს ვოჩის" მიერ ლიბიაში ნატოს ოპერაციაზე გამოქვეყნებულ ანგარიშზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ნატომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შეემცირებინა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნატომ ლიბიის ოპერაცია უპრეცედენტო სიზუსტითა და სიფრთხილით ჩაატარა. გარდა ამისა, ალიანსი მოქმედებებს საერთაშორისო სამართლის სტანდარტებისა და ნორმების დაცვით ახორციელებდა.

განცხადების თანახმად, ლიბიის ოპერაცია პირველი იყო ნატოს ისტორიაში, რომლის დროსაც მხოლოდ რეაქტიული ქობინები იყო გამოყენებული, რაც საბრძოლო ოპერაციის დროს მეორადი ზარალის მასშტაბებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

XS
SM
MD
LG