ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტაბილურობის იმედით, საბერძნეთი ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიო ლიდერებს შორის, ვინც ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

გამარჯვებულად დასახელებიდან რამდენიმე წუთში, მისალოც გზავნილში, საბერძნეთის პრემიერმა ბაიდენს ჭეშმარიტი მეგობარი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მისი პრეზიენტობა ხელს შეუწყობს საბერძნეთისა და აშშ-ს შორის, ძლიერი კავშირების დამყარებას.

ანალიტიკოსები, საბერძნეთსა და აშშ-ის შორის სამომავლო უერთიერთობას, თურქეთ-საბერძნეთს შორის არსებული დაძაბულობის კონტექსტში განიხილავენ.

"ამ არჩევნებით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კარგავს პირდაპირ წვდომას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტთან" - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, სოტირის სერვოსი.

ჯო ბაიდენის პოზიცია, თურქულ-ბერძნული დაძაბული უერთიერთობის შესხებ, წინასაარჩევნო პერიოდში ცნობილი იყო. ბაიდენმა პირობა დადო, რომ საბერძნეთის საზღვაო-საჰაერო უფლებებს, თურქული აგრესიისგან დაიცავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG