თბილისი —
2014 წლის ბოლომდე, ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო შენაერთებს ავღანეთში სამჯერ შეამცირებს. ამჟამად, შუა აღმოსავლეთის ამ სახელმწიფოში - 32 000-იანი ამერიკული სამხედრო კონტიგენტია დისლოცირებული, რომელიც შვიდი თვის შემდეგ, 22200 ჯარისკაცით შემცირდება და ადგილზე, მხოლოდ 9800 ამერიკელი მებრძოლი დარჩება.
პრეზიდენტ ბარაქ ობამას გეგმის მიხედვით, რომელმაც კვირას 4 საათი დაჰყო, ქაბულიდან 47 კილომეტრით მოშორებულ ბაგრამის ავიაბაზაზე, უკვე, 2015 წელს, ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა ავღანეთში კიდევ განახევრდება; 2016 წლის ბოლომდე კი ავღანეთს ყველა ამერიკელი მეომარი დატოვებს.
პარალელურად, მცირდება ISAF-ის მისიის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული საერთაშორისო კონტიგენტიც, სადაც 1600-მდე ქართველი ჯარისკაციც შედის. რა გავლენას მოახდენს პრეზიდენტ ობამას ელვისებური გეგმა, ქართულ სამხედრო მისიაზე ჰელმანდსა და ქაბულში?
„ამერიკის ხმამ“ ამ შეკითხვით, ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს მიმართა. რამდენიმე დღის წინ, „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბს“ სწორედ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სტუმრობდა და ISAF-ის მისიის მომავალზეც ისაუბრა.
„სამომავლოდ, არა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის, ქართული სამხედრო ნაწილების იქ დატოვების გადაწყვეტილება მიღებული იყო დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი იქნებოდა იმ დროისთვის ავღანეთში.
თუ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება, ეს იქნება ჩემი აზრით, ქართული და ავღანური მხარის გადასაწყვეტი. ის, რომ ამერიკელები ამცირებენ საკუთარ კონტიგენტს ავღანეთში, ამით რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა არ წარმოიქმნება ჩვენთვის, რომ ჩვენც სრულად შევამციროთ მისია ავღანეთში და არ დავეხმაროთ ავღანელებს ინსტრუქტაჟით ან სხვა ფორმით.“
ქართველი სამხედროები პირველად ავღანეთში 2004 წლის ოქტომბერში გამოჩდნენ. მაშინ, 50 სამხედრო ერთჯერადი მისიით იქ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებისას, საარჩევნო უბნებს იცავდა.
2009 წლის ნოემბრამდე, ხუთის წლის მანძილზე, საქართველოს ავღანეთში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი ჰყავდა, ისიც ლიტვის კონტინგენტის შემადგენლობაში. 2009 წლის 17 ნოემბერს ქაბულში, ფრანგული სარდლობის ქვეშ - სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული - 173 ქართველი მეომარი იქნა გადასროლილი.
2010 წლის აპრილიდან კი, ჰელმადის პროვინციაში, ქართველები უკვე ბატალიონის დონეზე გამოჩდნენ, ანუ, ქართული მისია დამატებით 750 სამხედროთი გაიზარდა. 2013 წლიდან, საქართველო ISAF-ის მისიაში უკვე 1600-მდე ჯარიკაცით არის ჩართული.
ქართული სამხედრო კონტიგენტის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა სამხედრო დანაკარგებიც. ბოლო, ოთხი წლის მანძილზე, ავღანეთში 200-მდე ქართველი მეომარი დაიჭრა, 29 ჯარისკაცი კი დაიღუპა. 2010 წელს დაგვეღუპა - 5 ჯარისკაცი, 2011 წელს - 6, 2012 წელს - 8, 2013 წელს - 10.
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკარგებისა, საქართველოსთვის ISAF-ის მისიის პოლიტიკური ფასი ძალიან მაღალია.
„ჩვენი მისია ავღანეთში ყველა ვარიანტში იწურება და ბუნებრივია, თანდათანობით ქართული კონტიგენტის შემცირება და გამოყვანა მოხდება. სამწუხაროდ, ჩვენ დიდი არჩევანის საშუალება არ გვქონდა. არ ვართ ისეთი ქვეყანა. როგორც, მაგალითად, გერმანია ან ესპანეთი, რომლებმაც საკუთარი ნაწილები თავის დროზე გამოიყვანეს.
ისინი ნატოში არიან, უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და შეუძლიათ როცა უნდათ მაშინ გამოიყვანონ ჯარები. ჩვენ თავის დროზე, იმიტომ მივავლინეთ ქართველი ჯარისკაცები იქ, რომ ისეთივე უსაფრთოება გვინდა, როგორიც გერმანიას და ესპანეთს აქვთ. ამიტომ უფრო მეტი გავიჭირვეთ, ვიდრე მათ გააკეთეს. აი, ეს იყო ჩვენი მოტივაცია, სამწუხაროდ, ამან მსხვერპლი მოიტანა.“
რა ფორმით, რაოდენობითა და ამოცანებით იქნება წარმოდგენილი ქართული ჯარი ავღანეთში, ISAF-ის მისიის საერთაშორისო კონტიგენტის საერთო შემცირების შემდეგ? დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. ცნობილია, მხოლოდ რომ თბილისმა „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში“, რომელიც ავღანეთში 2014 წლის შემდეგ უნდა დაიწყოს, მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა.
ეს ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მოხდა, როცა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზარარ აჰმად ოსმანი იმყოფებოდა.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიესალმება პრეზიდენტ ობამას გეგმას 2014 წლის შემდეგაც დარჩეს ავღანეთში. რაც შეეხება ქართულ ქვედანაყოფებს, ისინი 2014 წლის ბოლომდე გააგრძელებენ ISAF-ის მისიაში მონაწილეობას არსებული კონტიგენტით.
„საქართველო ასევე ადასტურებს მზადყოფნას, მოკავშირეების მხარდამხარ 2014 წლის შემდგომაც გააგრძელოს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში“ - ასევე ვკითხულობთ ირაკლი ალასანიას უწყების განცხადებაში (იხილეთ http://www.mod.gov.ge/?newsid=2899 )
საერთო სურათი უფრო ნათელი, 14 ივნისის შემდეგ იქნება, როცა ავღანეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ისლამური რესპუბლიკის ახალი, რიგით მეხუთე პრეზიდენტის ვინაობა გახდება ცნობილი.